საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ENG ქარ РУС
სიახლეები | კულტურული მარშრუტები - საქართველო, ევროპა

კულტურული მარშრუტები - საქართველო, ევროპა

29 მაისი, 2019
2019 წლის 28 მაისს ეროვნულმა მუზეუმმა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ღონისძიებას „კულტურული მარშრუტები- საქართველო, ევროპა“ უმასპინძლა.

ღონისძიება, რომელსაც ხელისუფლების ცენტრალური და რეგიონალური წარმომადგენლები, დიპლომატიური კორპუსები და სხვა ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები ესწრებოდნენ, საქართველოს პრეზიდენტმა გახსნა. მან თავის სიტყვაში აღნიშნა საქართველოს ევროპაში ინტეგრაციის მნიშვნელობა და ისაუბრა კულტურული მარშრუტების როლზე ამ მიმართულებით. 

საქართველოს პრეზიდენტმა ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტების ყოველწლიურ მე-11 სათათბირო ფორუმის მასპინძლად 2021 წელს დაასახელა ქუთაისი. მასშტაბურ საერთაშორისო ღონისძიებას ევროსაბჭოს ქვეყნების 300-მდე დელეგატი დაესწრება.

აუდიტორიის წინაშე ასევე სიტყვით წარსდგნენ ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელი ქრისტიან ურსე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში და მინისტრის მოადგილეები: მიხეილ გიორგაძე და ლევან ხარატიშვილი. 

ღონისძიების მსვლელობისას დაჯილდოვდა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ სერტიფიცირებული ორი ახალი მარშრუტი: „ალექსანდრე დიუმას კვალდაკვალ“ და „გერმანული დასახლებები“. ევროპის საბჭოს მიერ სერტიფიცირებულ ოთხ მარშრუტს კი გადაეცა მადლობის სიგელი.
 
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ლევან ხარატიშვილმა წარადგინა ანდროიდის მობილური აპლიკაცია, რომელიც საგანგებოდ შეიქმნა, როგორც კულტურული ტურიზმით დაინტერესებულ მოგზაურთა გზამკვლევი და მეგზური. მან ასევე ისაუბრა არსებული კულტურული მარშრუტების მნიშვნელობასა და მათი განვითარების პერსპექტივაზე. 

ღონისძიება დაასრულა ინტერაქტიულმა 3 D შოუმ, რომელმაც აუდიტორიის წინაშე საქართველოს კულტურული მარშრუტები გააცოცხლა. 

 
 
აფხაზეთი აჭარა გურია იმერეთი კახეთი ქვემო ქართლი მცხეთა მთანეთი რაჭა ლეჩხუმი-ქვემო სვანეთი სამცხე-ჯავახეთი შიდა ქართლი სამეგრელო-ზემო სვანეთი თბილისი

საქართველოს კულტურული მარშრუტები


საქართველოს კულტურული მარშრუტების განაცხადის ფორმა და სერტიფიცირების კრიტერიუმები.




small-app.png