საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ENG ქარ РУС
სიახლეები | ITER VITIS-ის ინიციატივა ქართველი სტუდენტებისათვის

ITER VITIS-ის ინიციატივა ქართველი სტუდენტებისათვის

24 სექტემბერი, 2019 ევროპის საბჭოს ღვინის მარშრუტისა ITER-VITIS-ის ინიციატივით და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელშეწყობით ქართველი სტუდენტები იტალიის მეღვინეობის კერებზე სტაჟირებას გადიან.
 
საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებმა 2019 წლის 22 ივნისს წარმოადგინეს 
მოხსენებები საერთაშორისო კონფერენციაზე „ღვინო, როგორც სოციალურ - ეკონომიკური განვითარების რესურსი და ქვეყნის იდენტობა“.
 
 
კონფერენცია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს
მხარდაჭერით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და კონსალტინგისა და ახალი 
პროფესიების რეგიონული ცენტრის ორგანიზებით, ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტის 
„ITER VITIS“ ეგიდით მოეწყო.

კონფერენციის მონაწილე ინსტიტუციების წარმომადგენლებისაგან შემდგარმა ჟიურიმ 7 
საუეთესო სტუდენტი გამოავლინა, რომლებიც ITER VITIS-ის მხარდაჭერით ერთკვირიან სტაჟირებას იტალიაში გადიან.
აფხაზეთი აჭარა გურია იმერეთი კახეთი ქვემო ქართლი მცხეთა მთანეთი რაჭა ლეჩხუმი-ქვემო სვანეთი სამცხე-ჯავახეთი შიდა ქართლი სამეგრელო-ზემო სვანეთი თბილისი

საქართველოს კულტურული მარშრუტები


საქართველოს კულტურული მარშრუტების განაცხადის ფორმა და სერტიფიცირების კრიტერიუმები.




small-app.png