საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ENG ქარ РУС
სიახლეები | Parallel Traces

Parallel Traces

11 მარტი, 2021
2021 წლის 11 მარტს, თბილისის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმმა (MoMa Tbilisi) უმასპინძლა გამოფენას "Parallel Traces", რომლის ორგანიზატორია „ისრაელის სახლი“.

წარმოდგენილი ექსპოზიცია ებრაული კულტურისა და მემკვიდრეობის დაცვის და ხელშეწყობის ევროპული ასოციაციის (AEPJ) პროექტია, რომელიც ევროკავშირთან თანამშრომლობით, Creative Europe  პროგრამის ფარგლებში შეიქმნა.
AEPJ ევროპის საბჭოს მიერ სერტიფიცირებული ებრაული კულტურული მემკვიდრეობის მარშრუტის ოფიციალური წარმდგენი ორგანიზაციაა და წლების მანძილზე აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან. საქართველოს მხრიდან ებრაული მემკვიდრეობის მარშრუტის მმართველი ორგანიზაციაა "ისრაელის სახლი".

გამოფენის Parallel Traces-ის პროექტის ავტორები მიიჩნევენ, რომ ევროპის ისტორიის განუყოფელი ნაწილის - ევროპული ებრაული მემკვიდრეობის შესახებ ცნობიერების ამაღლება სხვადასხვა მექანიზმის საშუალებით შეიძლება. კერძოდ, საუბარია ფოტოგრაფიული და აუდიოვიზუალური ნამუშევრების შექმნასა და ახალი აპლიკაციის განვითარებაზე.

პროექტის მონაწილე ქვეყნებია: ბელგია, ლუქსემბურგი, ესპანეთი, სერბია, რუმინეთი, პოლონეთი და საქართველო.
სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის თბილისს ეწვია ებრაული კულტურისა და მემკვიდრეობის დაცვისა და ხელშეწყობის ევროპული ასოციაციის AEPJ-ის ვიქტორ სორენსენი და სტუმრები ევროპის ხუთი ქვეყნიდან. გამოფენის გახსნას პირდაპირი ჩართვით ისრაელიდან მიესალმა ქნესეთის წევრი, იმიგრაციის, აბსორბციისა და დიასპორის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე დავიდ ბიტანი.

„ისრაელის სახლის“ ხელმძღვანელის იციკ მოშეს შეფასებით "მნიშვნელოვანია კულტურულ მემკვიდრეობაზე ზრუნვა და ამ საქმეში განსაკუთრებულ როლს უნდა ასრულებდნენ საზოგადოებრივი ორგანიზაციები. საქართველოში ჩვენი ორგანიზაციის საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება კულტურულ-ისტორიულ ღირებულებათა პოპულარიზაციაა, რაც გამოიხატება არა მხოლოდ ასეთი ღონისძიებების ორგანიზებაში, არამედ კულტურულ მემკვიდრეობის შენარჩუნების საქმეში უშუალო მონაწილეობაში. ეს განსაკუთრებით აქტუალურია ისეთი დიდი ისტორიის მქონე ქვეყანასა და ქალაქში, როგორიც საქართველო და თბილისია, რომლებიც გამორჩეულია მულტიკულტურით, მათ შორის ებრაული კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშებით."

ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა საქართველოში ნატალია ვუტოვამ ისაუბრა კულტურის მნიშვნელობაზე სხვადასხვა ეროებთან ურთიერთობის კუთხით.

საქართველოს განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს კულტურული მარშრუტების სამმართველოს უფროსმა თეონა ჯაყელმა სამინისტროს სახელით მიმართა დამსწრე საზოგადოებას:  "ევროპის ხელოვნება, მუსიკა, მეცნიერება და სხვა უამრავი დარგი წარმოუდგენელია ებრაელი ხალხის მიერ შეტანილი წვლილის გარეშე, ისევე როგორც მნიშვნელოვანია ებრაული კულტურა და კულტურული მემკვიდრეობა საქართველოს ისტორიისათვის". ჩვენ ვამაყობთ, რომ 2017 წლიდან საქართველოს ღირსეული ადგილი უკავია ებრაული მემკვიდრეობის ევროპულ მარშრუტში. მარშრუტი ქვეყნის მასშტაბით მოიცავს 21 ქალაქს და 43 ადგილს, სადაც წარმოდგენილია ებრაული კულტურული მემკვიდრეობა, რომლის ინსტიტუციური მხარდაჭერაც ჩვენი ქვეყნის ინტერესებშია."
აფხაზეთი აჭარა გურია იმერეთი კახეთი ქვემო ქართლი მცხეთა მთანეთი რაჭა ლეჩხუმი-ქვემო სვანეთი სამცხე-ჯავახეთი შიდა ქართლი სამეგრელო-ზემო სვანეთი თბილისი

საქართველოს კულტურული მარშრუტები


საქართველოს კულტურული მარშრუტების განაცხადის ფორმა და სერტიფიცირების კრიტერიუმები.
apps-geo.png
Android-(1).png ios.png