საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ENG ქარ РУС
სიახლეები | სიმპოზიუმი "პრეისტორიული კლდის ხელოვნება ევროპასა და საქართველოში“

სიმპოზიუმი "პრეისტორიული კლდის ხელოვნება ევროპასა და საქართველოში“

17 ივლისი, 2019
საქართველოს განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის სამინისტროს და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებითა, ევროპის საბჭოსა და პრეისტორიული კლდის ხელოვნების ასოციაციასთან თანამშრომლობით 16-17 ივლისს საქართველო საერთაშორისო სიმპოზიუმს „პრეისტორიული კლდის ხელოვნება ევროპასა და საქართველოში“ მასპინძლობს.

პრეისტორიული კლდის მხატვრობის, როგორც კაცობრიობის პირველი კულტურის თანამედროვე მართვის მექანიზმების გაუმჯობესების მიზნით, სემინარების თემატური განხილვები მონაწილე ქვეყნებს შორის გამოცდილების გაცვლასა და ევროპის ირგვლივ სათანამშრომლო პლატფორმის ჩამოყალიბებას ითვალისწინებს. სამეცნიერო მოხსენებების შინაარსი შეეხება პრეისტორიული კლდის ხელოვნების სოციალიზაციის პროცესში ევროპულ მეთოდოლოგიებსა და პრაქტიკულ ცოდნას, მისი დოკუმენტირების, დაცვის და სოციო-კულტურულ ასპექტებს.  ქართველი და უცხოელი ექსპერტები ერთმანეთს გაუზიარებენ კლდის ხელოვნების ძეგლების ღია ცის ქვეშ მართვის არსებულ გამოცდილებასაც.

2010 წლიდან პრეისტორიული კლდის ხელოვნების მარშრუტი ევროპის საბჭოს სერტიფიცირებული კულტურული გზაა. ქსელში გაწევრიანებულია  ექვსი ქვეყანა: ესპანეთი, იტალია, აზერბაიჯანი, საფრანგეთი, პორტუგალია და საქართველო.

 
აფხაზეთი აჭარა გურია იმერეთი კახეთი ქვემო ქართლი მცხეთა მთანეთი რაჭა ლეჩხუმი-ქვემო სვანეთი სამცხე-ჯავახეთი შიდა ქართლი სამეგრელო-ზემო სვანეთი თბილისი

საქართველოს კულტურული მარშრუტები


საქართველოს კულტურული მარშრუტების განაცხადის ფორმა და სერტიფიცირების კრიტერიუმები.




small-app.png