საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ENG ქარ РУС
სიახლეები | ევროპის საბჭომ საქართველოს კულტურული მარშრუტების შესახებ პირველი ანგარიში მოისმინა

ევროპის საბჭომ საქართველოს კულტურული მარშრუტების შესახებ პირველი ანგარიში მოისმინა

11 აპრილი, 2019

2019 წლის 10 აპრილს ლუქსემბურგში გაიმართა ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტების გაფართოებული წილობრივი შეთანხმების მმართველი საბჭოს ყოველწლიური შეხვედრა, სადაც საქართველოს მხრიდან მონაწილეობა მიიღო განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ლევან ხარატიშვილმა.

საბჭოს წევრებმა განიხილეს რეგულარული შეფასების 2018-19 წლის ციკლი,  ახალი მარშრუტები და იმსჯელეს კულტურული მარშრუტების განვითარებასთან დაკავშირებულ გამოწვევებსა და შესაძლებლობების შესახებ.
 
ევროპის საბჭოს წელს პირველად წარედგინა საქართველოს კულტურული მარშრუტების ეროვნული კვლევის ანგარიში.
 
დოკუმენტი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.







 
აფხაზეთი აჭარა გურია იმერეთი კახეთი ქვემო ქართლი მცხეთა მთანეთი რაჭა ლეჩხუმი-ქვემო სვანეთი სამცხე-ჯავახეთი შიდა ქართლი სამეგრელო-ზემო სვანეთი თბილისი

საქართველოს კულტურული მარშრუტები


საქართველოს კულტურული მარშრუტების განაცხადის ფორმა და სერტიფიცირების კრიტერიუმები.