საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ENG ქარ РУС
სიახლეები | სამეცნიერო კონფერენცია „ქვემო ქართლის ტურისტული პოტენციალი“ ქ. რუსთავში

სამეცნიერო კონფერენცია „ქვემო ქართლის ტურისტული პოტენციალი“ ქ. რუსთავში

20 თებერვალი, 2019 2019 წლის 20 თებერვალს ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ორგანიზებით ქ. რუსთავში ჩატარდა სამეცნიერო პრაქტიკული კონფერენცია „ქვემო ქართლის ტურისტული პოტენციალი“. კონფერენციაში მოხსენებით წარსდგნენ როგორც ადგილობრივი მთავრობის, ასევე საგანმანათლებლო და სამეცნიერო სფეროს წარმომადგენლები. მათ დამსწრე საზოგადოებას გააცნეს რეგიონის ის კულტურულ-ტურისტული რესურსები, რომელთა წარმატებულად გამოყენება ქვემო ქართლის განვითარებას შეუწყობს ხელს. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და ტურიზმის ადმინისტრაციის წარმომადგენლები. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს კულტურული მარშრუტების სამმართველოს ხელმძღვანელმა გააკეთა მოხსენება საქართველოს კულტურული მარშრუტებსა და მათი მნიშვნელობის შესახებ და კონფერენციის მონაწილეებს სამომავლო გეგმების შესახებაც ესაუბრა. კონფერენციის მიწურულს გაიმართა დისკუსია, რის საფუძველზეც მრავალი საინტერესო და მნიშვნელოვანი საკითხი გამოიკვეთა. 

 
აფხაზეთი აჭარა გურია იმერეთი კახეთი ქვემო ქართლი მცხეთა მთანეთი რაჭა ლეჩხუმი-ქვემო სვანეთი სამცხე-ჯავახეთი შიდა ქართლი სამეგრელო-ზემო სვანეთი თბილისი

საქართველოს კულტურული მარშრუტები


საქართველოს კულტურული მარშრუტების განაცხადის ფორმა და სერტიფიცირების კრიტერიუმები.




small-app.png