საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ENG ქარ РУС
სიახლეები | აპლიკაცია Cultural Routes Georgia

აპლიკაცია Cultural Routes Georgia

19 ივნისი, 2020
ქვეყანაში შიდა ტურიზმის გახსნასთან დაკავშირებით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია,  გთავაზობთ საქართველოს კულტურული მარშრუტების პირველ მობილურ აპლიკაციას. სამინისტროს ინიციატივით შექმნილი აპლიკაცია Cultural Routes Georgia საშუალებას გაძლევთ, დაგეგმოთ ვიზიტი, როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივ სერტიფიცირებულ კულტურულ მარშრუტებზე და გაეცნოთ ჩვენი ქვეყნის მრავალფეროვან კულტურას.
ამ ეტაპზე აპლიკაციაზე დატანილია ევროპის საბჭოს და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ სერტიფიცირებული მარშრუტები.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2020 წლის 15 ივნისიდან ქვეყანაში შიდა ტურიზმი გაიხსნა. კულტურული მარშრუტების აპლიკაცია მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ტურისტების ინფორმირების კუთხით, ასევე დაეხმარება მათ, უსაფრთხოების ყველა წესის დაცვით დაგეგმონ საინტერესო მარშრუტები.
 
უფასო მობილური აპლიკაცია ხელმისაწვდომია როგორც Android, ისე iOS პლატფორმებისთვის. აპლიკაციის გადმოსაწერად იხილეთ ბმული:
აფხაზეთი აჭარა გურია იმერეთი კახეთი ქვემო ქართლი მცხეთა მთანეთი რაჭა ლეჩხუმი-ქვემო სვანეთი სამცხე-ჯავახეთი შიდა ქართლი სამეგრელო-ზემო სვანეთი თბილისი

საქართველოს კულტურული მარშრუტები


საქართველოს კულტურული მარშრუტების განაცხადის ფორმა და სერტიფიცირების კრიტერიუმები.
apps-geo.png
Android-(1).png ios.png