საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ENG ქარ РУС
სიახლეები | წყლის რესურსების დაცვისა და გაფრთხილების კამპანია "წყლის მსოფლიო დღე"

წყლის რესურსების დაცვისა და გაფრთხილების კამპანია "წყლის მსოფლიო დღე"

29 მარტი, 2018 ყოველწლიურად 22 მარტს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით აღინიშნება "წყლის მსოფლიო დღე", რომელსაც წელს პირველად მასშტაბური ღონისძიებებით შეურთდა წყალტუბოსა და ბაღდათის მუნიციპალიტეტები. ეს არის წყლის რესურსების დაცვისა და გაფრთხილების კამპანია, რომელიც იმერეთში ევროპის საბჭოს ისტორიული თერმული ქალაქების ასოციაციის სლოგანის celebration@sources ფარგლებში გაიმართა.  იმერეთი, წყალტუბოსა და ბაღდათის მუნიციპალიტეტებთან ერთად,  აღნიშნული ასოციაციაციის წევრი 2017 წელს გახდა. ღონისძიებებს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი შეუერთდა.
 
,,მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ იმერეთის ისტორიული თერმული წყლების ასოციაციისა და შესაბამისად ევროპის საბჭოს ისტორიული თერმული ქალაქების მარშრუტის წევრობა, არის ძალიან კარგი საშუალება წყალტუბოსა და საირმეს ცნობადობის კიდევ უფრო ამაღლების, მსოფლიოში ცნობილ თერმულ ქალაქებთან თანამშრომლობისა და გამოცდილების გაზიარებისათვის. დღევანდელი კამპანია კი, არის პირველი ერთობლივი აქცია, რომელიც ხელს შეუწყობს ახალგაზრდების მსოფლხედველობისა და განათლების დონის ამაღლებას წყლის რესურსების დაცვის კუთხით და მათ როგორც გარემოსადმი კეთილგანწყობილი საზოგადოების წევრებად ჩამოყალიბებას“ განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღე ბაღდათის მუნიციპალიტეტმა კი კურორტ საირმეში აღნიშნა. ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერმა არჩილ გოგსაძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ შალვა მშვილდაძემ, საჯარო სკოლების მოსწავლეებთან ერთად საირმის წყლის ქარხანა დაათვალიერეს.ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეებმა თემატურად შესრულებული ნამუშევრები წარმოადგინეს და სიმბოლურად ასფალტი მოხატეს.
 
 
 
აფხაზეთი აჭარა გურია იმერეთი კახეთი ქვემო ქართლი მცხეთა მთანეთი რაჭა ლეჩხუმი-ქვემო სვანეთი სამცხე-ჯავახეთი შიდა ქართლი სამეგრელო-ზემო სვანეთი თბილისი

საქართველოს კულტურული მარშრუტები


საქართველოს კულტურული მარშრუტების განაცხადის ფორმა და სერტიფიცირების კრიტერიუმები.