საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ENG ქარ РУС
სიახლეები | ებრაული მემკვიდრეობის ევროპული დღეები საქართველოში

ებრაული მემკვიდრეობის ევროპული დღეები საქართველოში

23 ოქტომბერი, 2019 „ისრაელის სახლის“ ორგანიზებით, 2019 წლის 21 ოქტომბერს, თბილისში, ებრაული კულტურის ევროპული დღეებისადმი მიძღვნილი საიუბილეო ღონისძიება, გაიმართა.  ის ევროსაბჭოსთან არსებული ებრაული კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და ხელშეწყობის ევროპული ასოციაციის (AEPJ) ეგიდით უკვე მეოცე წელია აღინიშნება.
 
ღონისძიებისათვის თბილისს ისრაელიდან მაღალი რანგის პოლიტიკოსების  30 კაციანი დელეგაცია ესტუმრა, მათ შორის ქნესეთის ვიცე-სპიკერი ხილიკ ბარი, ისრაელის ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე  ამირ პერეცი და სხვა ოფიციალური პირები.
 
ღონისძიების ფარგლებში, მოეწყო ცნობილი ქართველი ფოტოხელოვანის გოგა ჩანადირის საქართველოში ებრაული კულტურული მემკვიდრეობის ამსახველი ფოტოგამოფენა.
 
 
„ისრაელის სახლის“ თაოსნობით საქართველო მე-3 წელია ევროპის საბჭოს ებრაული მემკვიდრეობის ევროპულ მარშრუტშია ჩართული. „მარშრუტი არის ეფექტიანი ინსტრუმენტი საქართველოსთვის ისრაელსა და მსოფლიო ებრაელობასთან ურთიერთობაში. საქართველოში ტურიზმის მხარდაჭერის კამპანიის ფარგლებში, ებრაული კულტურული მემკვიდრეობის მარშრუტით მსოფლიო ებრაელობიდან დაიწყო მაღალბიუჯეტიანი ტურისტების მოზიდვა, რომელთა რაოდენობაც დღითიდღე იზრდება”- განუცხადა მოწვეულ სტუმრებს „ისრაელის სახლის“ პრეზიდენტმა იციკ მოშემ.

ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტების პლატფორმის მნიშვნელობაზე ისაუბრა ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა საქართველოში ქრისტიან ურსემ. „ისრაელის სახლის“ მმართველი საბჭოს თავმჯდომარემ იამით მოსკოვიჩმა ხაზი გაუსვა მათ აქტივობებს ებრაული მემკვიდრეობის მარშრუტის განვითარების კუთხით.


დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს კულტურული მარშრუტების სამმართველოს უფროსმა თეონა ჯაყელმა, რომელმაც ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტების პროგრამაზე და საქართველოში მისი განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრა.
აფხაზეთი აჭარა გურია იმერეთი კახეთი ქვემო ქართლი მცხეთა მთანეთი რაჭა ლეჩხუმი-ქვემო სვანეთი სამცხე-ჯავახეთი შიდა ქართლი სამეგრელო-ზემო სვანეთი თბილისი

საქართველოს კულტურული მარშრუტები


საქართველოს კულტურული მარშრუტების განაცხადის ფორმა და სერტიფიცირების კრიტერიუმები.




small-app.png