საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ENG ქარ РУС
სიახლეები | ებრაული მემკვიდრეობის გენერალური ასამბლეა თბილისში

ებრაული მემკვიდრეობის გენერალური ასამბლეა თბილისში

29 მარტი, 2019
28-29 მარტს საქართველომ პირველად უმასპინძლა ევროსაბჭოსთან არსებული ებრაული კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და ხელშეწყობის ევროპული ასოციაციის (AEPJ) გენერალური ასამბლეის სხდომას. ამასთან დაკავშირებით, თბილისს AEPJ-სა და კულტურული მარშრუტების ევროპული ინსტიტუტის 30-მდე წარმომადგენელი და ისრაელის ქნესეთის ვიცე-სპიკერი ხილიკ ბარი ეწვია.

სხდომა გახსნეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თამარ ჩუგოშვილმა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილმა. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ: ისრაელის სახლის თავმჯდომარე იციკ მოშე, ევროპის საბჭოს თბილისის ოფისის ხელმძღვანელი ქრისტიან ურსე და საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორი დავით ლორდქიფანიძე.

ასამბლეის ფარგლებში დელეგატების მიღება გაიმართა პარლამენტში. ისინი ასევე ეწვივნენ ებრაული მემკვიდრეობის ძეგლებს როგორც თბილისში, ასევე მცხეთაში, სადაც ადგილზე გაეცნნენ არსებული მარშრუტის განვითარების პერსპექტივას.
 
აფხაზეთი აჭარა გურია იმერეთი კახეთი ქვემო ქართლი მცხეთა მთანეთი რაჭა ლეჩხუმი-ქვემო სვანეთი სამცხე-ჯავახეთი შიდა ქართლი სამეგრელო-ზემო სვანეთი თბილისი

საქართველოს კულტურული მარშრუტები


საქართველოს კულტურული მარშრუტების განაცხადის ფორმა და სერტიფიცირების კრიტერიუმები.




small-app.png