საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ENG ქარ РУС
სიახლეები | ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტების მმართველი საბჭოს შეხვედრა

ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტების მმართველი საბჭოს შეხვედრა

08 ოქტომბერი, 2020
2020 წლის 7 და 8 ოქტომბერს ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტების მმართველი საბჭოს შეხვედრას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი დაესწრო.
 
დისტანციური ფორმატის უმაღლესი რანგის შეხვედრა გახსნა ევროპის საბჭოს გაფართოებული წილობრივი შეთანხმების მმართველი საბჭოს თავმჯდომარემ ბირჯიტა რინგბერგმა.
 
შეხვედრაზე განიხილეს ცალკეული მარშრუტების შესახებ ინფორმაცია, მათ შორის  გაფართოებული წილობრივი შეთანხმების წევრი სახელმწიფოების ეროვნული კვლევის ანგარიშები. უნდა აღინიშნოს, რომ ამ მხრივ საქართველო გახლდათ პირველი ქვეყანა, რომლისთვისაც 2019 წელს ევროპის საბჭომ მოამზადა კულტურული მარშრუტების ეროვნული კვლევის ანგარიში.
სხვა თემატურ საკითხებთან ერთად 8 ოქტომბერს კენჭი ეყარა ახალი 3 მარშრუტის სერტიფიცირებას, მათ შორის“ ისტორიული ევროპული ბაღების მარშრუტს“, რომელშიც გაერთიანებულია საქართველო 3 ისტორიული ბაღით.
 
მმართველი საბჭოს მომავალი შეხვედრა 2021 წლის 28-29 აპრილს ქ. ლუქსემბურგში ჩაინიშნა.
მომავალი წელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს კულტურული მარშრუტებისათვის. 2021 წლის 27 სექტემბრიდან 1 ოქტომბრის ჩათვლით საქართველო, ქ. ქუთაისში მასპინძლობს ევროპის საბჭოს გაფართოებული წილობრივი შეთანხმების მე-10 ფორუმს, რომელსაც სხვადასხვა ქვეყნის 400-მდე მაღალი რანგის სტუმარი დაესწრება.
აფხაზეთი აჭარა გურია იმერეთი კახეთი ქვემო ქართლი მცხეთა მთანეთი რაჭა ლეჩხუმი-ქვემო სვანეთი სამცხე-ჯავახეთი შიდა ქართლი სამეგრელო-ზემო სვანეთი თბილისი

საქართველოს კულტურული მარშრუტები


საქართველოს კულტურული მარშრუტების განაცხადის ფორმა და სერტიფიცირების კრიტერიუმები.
apps-geo.png
Android-(1).png ios.png