საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ENG ქარ РУС
სიახლეები | ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტების საკონსულტაციო მე-9 ფორუმი

ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტების საკონსულტაციო მე-9 ფორუმი

08 ოქტომბერი, 2019
რუმინეთში, ქალაქ სიბიუში გამართულ ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტების საკონსულტაციო ყოველწლიურ რიგით მე-9 ფორუმზე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი მოხსენებით წარდგა.

წლევანდელი ფორუმის სამუშაო თემაა „კულტურული მარშრუტები კულტურული ტურიზმისთვის“. განიხილება ისეთი საკითხები, როგორიცაა კულტურული ტურიზმის მზარდი პოტენციალი, ევროსაბჭოს ქვეყნებს შორის პარტნიორობის გაღრმავება და სამომავლო იდეები კულტურული ტურიზმის განვითარებისათვის.

საქართველო ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტების გაერთიანებული წილობრივი შეთანხმების წევრია 2016 წლიდან. აღნიშნული პლატფორმა ევროსაბჭოს ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა და მიზნად ისახავს სხვადასხვა ქვეყნისა და კულტურის წარმოჩენას საერთო კულტურული მემკვიდრეობის ჭრილში.

დღეისათვის ევროსაბჭო ზედამხედველობას უწევს 38 საერთაშორისო მარშრუტს. მათგან საქართველო 4 საერთაშორისო მარშრუტის ოფიციალური პარტნიორია. 2019 წელს სამინისტროს მიერ მოხდა 2 ახალი კულტურული მარშრუტის სერტიფიცირება და ახალი მარშრუტების გამოვლენის ხელშეწყობა.

მინისტრის მოადგილემ პრეზენტაციაში დეტალურად განიხილა კულტურული მარშრუტების პროგრამაში საქართველოს აქტივობები და სამომავლო გეგმები.

ფორუმის ფარგლებში მოეწყო საქართველოს დელეგაციის სამუშაო შეხვედრა ევროპის საბჭოს აღნიშნული პროგრამის ხელმძღვანელობასთან და კულტურული მარშრუტების ევროპული ინსტიტუტის დირექტორთან.
მხარეებმა დეტალურად განიხილეს 2021 წელს კულტურული მარშრუტების რიგით მე-11 ფორუმის ქალაქ ქუთაისში გამართვის სამოქმედო გეგმა და საორგანიზაციო საკითხები.
აფხაზეთი აჭარა გურია იმერეთი კახეთი ქვემო ქართლი მცხეთა მთანეთი რაჭა ლეჩხუმი-ქვემო სვანეთი სამცხე-ჯავახეთი შიდა ქართლი სამეგრელო-ზემო სვანეთი თბილისი

საქართველოს კულტურული მარშრუტები


საქართველოს კულტურული მარშრუტების განაცხადის ფორმა და სერტიფიცირების კრიტერიუმები.




small-app.png