საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ENG ქარ РУС
სიახლეები | ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტების საკონსულტაციო ფორუმი

ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტების საკონსულტაციო ფორუმი

01 ოქტომბერი, 2018

2018 წლის 26-28 სექტემბერს, გერმანიის ქალაქ გორლიცში გაიმართა ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტების საკონსულტაციო მერვე ყოველწლიური ფორუმი. ფორუმში მონაწილეობა მიიღეს გაფართოებული წილობრივი შეთანხმების 32 წევრი სახელმწიფოს, ევროპის საბჭოს, ევროკომისიის, იუნესკოს, იკომოსისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.

აღნიშნულ ფორუმს დაესწრო საქართველოს დელეგაცია, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის ლევან ხარატიშვილის ხელმძღვანელობით. ფორუმის ფარგლებში, მან მოდერატორობა გაუწია მრგვალ მაგიდას, ეროვნულ და რეგიონულ დონეზე ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტების სხვა საერთაშორისო პროგრამებთან სინერგიის განვითარების შესახებ. მან აგრეთვე ისაუბრა ადგილობრივი და საერთაშორისო კულტურული მარშრუტების განვითარების მიზნით სამინისტროს მიერ განხორციელებულ მიღწევებზე.

აღსანიშნავია, რომ 2021 წელს ევროპის კულტურული მარშრუტების ყოველწლიურ მეთერთმეტე საკონსულტაციო ფორუმს საქართველო უმასპინძლებს.

ფოტოების ავტორი: Paul Glaser

აფხაზეთი აჭარა გურია იმერეთი კახეთი ქვემო ქართლი მცხეთა მთანეთი რაჭა ლეჩხუმი-ქვემო სვანეთი სამცხე-ჯავახეთი შიდა ქართლი სამეგრელო-ზემო სვანეთი თბილისი

საქართველოს კულტურული მარშრუტები


საქართველოს კულტურული მარშრუტების განაცხადის ფორმა და სერტიფიცირების კრიტერიუმები.

კულტურული მარშრუტის "გადმოსახედი პუნქტები" განაცხადის ფორმა.