საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ENG ქარ РУС
სიახლეები | ევროპული ისტორიული ბაღების პირველი დღე

ევროპული ისტორიული ბაღების პირველი დღე

24 აპრილი, 2020 მიმდინარე წლის 26 აპრილს, ევროპული ისტორიული ბაღების ასოციაცია, რომლის წევრი საქართველო 2019 წელს გახდა, პირველად აღნიშნავს ევროპული ისტორიული ბაღების დღეს. ღონისძიება ემთხვევა ევროპული ისტორიული ბაღების მარშრუტის სამი წლის იუბილეს. ამჟამად, მარშრუტი მოიცავს 33 ბაღს 6 სხვადასხვა ქვეყნიდან. შექმნილი ვითარების გამო, წლევანდელი ღონისძიება სპეციალურ ხასიათს ატარებს, რადგან მას მონაწილეები უშუალოდ ვერ დაესწრებიან, თუმცა საშუალება ექნებათ ვირტუალურად ესტუმრონ ბაღებს, დაათვალიერონ ფოტო გალერეა და გაეცნონ სპეციალურად ამ დღისთვის შექმნილ ვიდეოებს.
 
აუდიტორიას საშულება ექნება გააზიარონ და წარმოადგინონ მათ ხელთ არსებული მასალა.
ევროპული ისტორიული ბაღების მარშრუტი იწვევს ყველა დაინტერესუბლ პირს აღნიშნულ ღონისძიებაზე.
 
პროგრამის სანახავად გთხოვთ ეწვიოთ შემდეგ ბმულს: http://europeanhistoricgardens.eu/
აფხაზეთი აჭარა გურია იმერეთი კახეთი ქვემო ქართლი მცხეთა მთანეთი რაჭა ლეჩხუმი-ქვემო სვანეთი სამცხე-ჯავახეთი შიდა ქართლი სამეგრელო-ზემო სვანეთი თბილისი

საქართველოს კულტურული მარშრუტები


საქართველოს კულტურული მარშრუტების განაცხადის ფორმა და სერტიფიცირების კრიტერიუმები.
apps-geo.png
Android-(1).png ios.png