საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ENG ქარ РУС
სიახლეები | ღვინის ევროპული ფედერაციის ITER VITIS -ის პრეზიდენტის ვიზიტი

ღვინის ევროპული ფედერაციის ITER VITIS -ის პრეზიდენტის ვიზიტი

27 იანვარი, 2020
24 იანვარს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ლევან ხარატიშვილმა ღვინის ევროპული ასოციაციის ITER VITIS-ის პრეზიდენტს ემანუელა პანკეს უმასპინძლა. შეხვედრას ასევე დაესწრნენ  სიცილიაში ITER   VITIS -ის ერთკვირიან სტაჟირებაზე მყოფი სტუდენტები და  „ასოციაცია  ITER VITIS Georgia-Caucasus“ –ის დამფუძნებლები თამარ ქობლიანიძე, გოჩა ხორავა, ნინო ჩხარტიშვილი და ლელა კოჭლამაზაშვილი.
 
ღვინის ევროპული მარშრუტი, რომელშიც საქართველოს, როგორც ღვინის სამშობლოს საპატიო ადგილი უკავია უკვე 2017 წლიდან, ლათინური სახელით ITER-VITIS (ვაზის მოგზაურობა) არის ცნობილი. მარშრუტის მიზანია, დაიცვას ღვინის ბიო მრავალფეროვნება, გაუსვას რა ხაზი მის უნიკალურობას დღევანდელ გლობალურ სამყაროში, ხელი შეუწყოს ღვინის მატერიალური და არამატერიალური კულტურის განვითარებას. 

ქართული ღვინის ისტორია ITER-VITIS მარშრუტში წარმოდგენილია როგორც ვენახებით, მეღვინეობებითა და ღვინის ქარხნებით, ასევე ვაზთან და ღვინოსთან დაკავშირებული კულტურული მემკვიდრეობით, როგორიცაა ეკლესია-მონასტრებით, მუზეუმებითა თუ არქეოლოგიური ძეგლებით. საქართველოდან აღნიშნულ მარშრუტში გაწევრიანებულია ღვინის ტურიზმის ასოციაცია.

2019 წლის ზაფხულში, ITER-VITIS-ის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კონსალტინგისა და ახალი პროფესიების რეგიონალური ცენტრის ორგანიზებითა და  საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელშეწყობით ქართველმა სტუდენტებმა იტალიის მეღვინეობის კერებზე სტაჟირებას გაიარეს.
ახლო მომავალში იგეგმება საქართველოში ITER-VITIS-ის ქსელის გაფართოება. ამ მიზნით იქმნება „ასოციაცია  ITER VITIS Georgia-Caucasus“.
აფხაზეთი აჭარა გურია იმერეთი კახეთი ქვემო ქართლი მცხეთა მთანეთი რაჭა ლეჩხუმი-ქვემო სვანეთი სამცხე-ჯავახეთი შიდა ქართლი სამეგრელო-ზემო სვანეთი თბილისი

საქართველოს კულტურული მარშრუტები


საქართველოს კულტურული მარშრუტების განაცხადის ფორმა და სერტიფიცირების კრიტერიუმები.




small-app.png