საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ENG ქარ РУС
სიახლეები | იმერეთის რეგიონი "ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების" მარშრუტის ასოცირებული წევრი

იმერეთის რეგიონი "ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების" მარშრუტის ასოცირებული წევრი

26 ნოემბერი, 2017 2017 წლის 2-5 ოქტომბერს, საბერძნეთის ქ. ლუტრაკი-პერაჩორაში გამართულ ევროპის საბჭოს ერთ-ერთი სერტიფიცირებული მარშრუტის „ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების“ ასოციაციის  გენერალურ ასამბლეაზე იმერეთის რეგიონს მიენიჭა ასოცირებული წევრის სტატუსი. იმერეთი პირველი რეგიონია საქართველოდან რომელიც აღნიშნულ ორგანიზაციაში იქნა მიღებული. იმერეთი წარმოდგენილია წყალტუბოსა და საირმის სპა კურორტების სახით, რომლებიც ცნობილია როგორც ბალნეოლოგიური, ასევე მინერალური წყლებით. „ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების“ ასოციაცია დაფუძნდა 2009 წელს ქ. ბრიუსელში, ერთი წლის შემდეგ კი ევროპის საბჭომ მიანიჭა კულტურული მარშრუტის სტატუსი. ასოციაციის წევრები არიან ისეთი ცნობილი კურორტები, როგორიცაა ვიჩი, კარლოვი ვარი, ბადენ-ბადენი და სხვა. 2018 წელს იგეგმება ასოციაციის დელეგაციის ვიზიტი იმერეთში თანამშრომლობისა და სამომავლო ურთიერთობების უკეთ დაგეგმვის მიზნით.

იხილეთ "ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების" მარშრუტის ვებ-გვერდი
აფხაზეთი აჭარა გურია იმერეთი კახეთი ქვემო ქართლი მცხეთა მთანეთი რაჭა ლეჩხუმი-ქვემო სვანეთი სამცხე-ჯავახეთი შიდა ქართლი სამეგრელო-ზემო სვანეთი თბილისი

საქართველოს კულტურული მარშრუტები

დაიწყო განაცხადების მიღება საქართველოს კულტურული მარშრუტების სერტიფიცირებისთვის