საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ENG ქარ РУС
სიახლეები | ისტორიული ბაღების ევროპულ კავშირს საქართველო ოფიციალურად შეუერთდა

ისტორიული ბაღების ევროპულ კავშირს საქართველო ოფიციალურად შეუერთდა

24 სექტემბერი, 2019  
ევროპული გაერთიანების სრულფასოვანი წევრი საქართველო გერმანიასთან ერთად გახდა. აღნიშნული გადაწყვეტილება პორტუგალიის ქალაქ სინტრაში 20 სექტემბერს ისტორიული ბაღების ევროპული კავშირის III საერთაშორისო ფორუმზე იქნა მიღებული. გაერთიანებაში წევრობის ნომინაციაზე საქართველო კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ წარადგინა.
 
ისტორიული ბაღების ევროპული კავშირი ქმნის ”ისტორიული ბაღების მარშრუტს”, რომელიც ევროპის საბჭოს კულტურულ მარშრუტებში არის გაეწევრიანებული.
ისტორიული ბაღების მარშრუტში საქართველო 5 ისტორიული ბაღით იქნება წარმოდგენილი - თბილისის ბოტანიკური ბაღი, ბათუმის ბოტანიკური ბაღი, ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი, ქუთაისის ბოტანიკური ბაღი და წინანდალის ჭავაჭვაძეების ისტორიული ბაღი.
 
ისტორიული ბაღების ევროპული კავშირის წევრი სახელმწიფოების მიერ გადაწყდა, რომ გაერთიანების IV საერთაშორისო ფორუმს 2020 წლის სექტემბერში საქართველო უმასპინძლებს. მასშტაბური ღონისძიება თბილისსა და ა. ჭავჭავაძის წინანდლის სახლ- მუზეუმში გაიმართება.
 
ევროპულ მარშუტში საქართველოს ისტორიული ბაღების გაწევრიანება ჩვენი ქვეყნის საბაღე-საპარკე ხელოვნების ძეგლებზე ისტორიული ბაღებით დაინტერესებული ვიზიტორების რიცხვს მნიშვნელოვნად გაზრდის.
აფხაზეთი აჭარა გურია იმერეთი კახეთი ქვემო ქართლი მცხეთა მთანეთი რაჭა ლეჩხუმი-ქვემო სვანეთი სამცხე-ჯავახეთი შიდა ქართლი სამეგრელო-ზემო სვანეთი თბილისი

საქართველოს კულტურული მარშრუტები


საქართველოს კულტურული მარშრუტების განაცხადის ფორმა და სერტიფიცირების კრიტერიუმები.




small-app.png