საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
ENG
ქარ
РУС
Toggle navigation
ჩვენ შესახებ
პროგრამა
მისია და ხედვა
პარტნიორები
ხშირად დასმული კითხვები
სიახლეები
კულტურული მარშრუტები
საქართველოს კულტურული მარშრუტები
ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტები
გაწევრიანდი
ბმულები
პუბლიკაციები
კონტაქტი
სიახლეები
|
ხელშეკრულების ხელმოწერის ცერემონია
ხელშეკრულების ხელმოწერის ცერემონია
21 დეკემბერი, 2020
2020 წლის 18 დეკემბერს ონლაინ რეჟიმში ხელი მოეწერა სამმხრივ შეთანხმებას 2021 წელს ქალაქ ქუთაისში ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტების რიგით მეათე საკონსულტაციო ფორუმის გამართვასთან დაკავშირებით. საქართველოს მხრიდან ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ლევან ხარატიშვილმა და ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა, ხოლო ევროპის საბჭოს მხრიდან კულტურული მარშრუტების გაერთიანებული წილობრივი შეთანხმების აღმასრულებელმა მდივანმა სტეფანო დომინიონიმ.
ხელმოწერის ცერემონიას საპატიო სტუმრის რანგში ესწრებოდა ევროპის საბჭოს ოფისის ხელმღვანელი საქართველოში ნატალია ვუტოვა.
2021 წლის 29 სექტემბერიდან 1 ოქტომბრამდე ქ. ქუთაისი ფართომასშტაბიან საერთაშორისო ფორუმს უმასპინძლებს. საკონსულტაციო ფორუმი წარმოადგენს ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტების ქსელების ოპერატორების, კულტურული მემკვიდრეობისა და ტურიზმის საერთაშორისო ორგანიზაციების, ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების, სამოქალაქო საზოგადოებისა და კერძო სექტორის წარმომადგენელთა ყოველწლიურ შეხვედრას ტურიზმის, მემკვიდრეობისა და კულტურის სფეროში. იგი კულტურული მარშრუტების ღონისძიებების პროგრამის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა.
Search for:
აფხაზეთი
აჭარა
გურია
იმერეთი
კახეთი
ქვემო ქართლი
მცხეთა მთანეთი
რაჭა ლეჩხუმი-ქვემო სვანეთი
სამცხე-ჯავახეთი
შიდა ქართლი
სამეგრელო-ზემო სვანეთი
თბილისი
საქართველოს კულტურული მარშრუტები
საქართველოს კულტურული მარშრუტების
განაცხადის ფორმა
და
სერტიფიცირების
კრიტერიუმები
.