საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ENG ქარ РУС
სიახლეები | კონფერენცია „კულტურული მარშრუტები, როგორც ინვესტიცია ზრდისა და დასაქმებისათვის“

კონფერენცია „კულტურული მარშრუტები, როგორც ინვესტიცია ზრდისა და დასაქმებისათვის“

27 მაისი, 2020
2020 წლის 26 მაისს ჩატარდა საერთაშორისო ონლაინ კონფერენცია „კულტურული მარშრუტები, როგორც ინვესტიცია ზრდისა და დასაქმებისათვის“.

საქართველოს მხრიდან კონფერენციაში მონაწილეობდნენ ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ნინო თვალთვაძე და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს კულტურული მარშრუტების სამმართველოს უფროსი, თეონა ჯაყელი.
სხვა საკითხებს შორის, კონფერენციაზე გაჟღერდა არგონავტიკის კულტურული მარშრუტის ინიციატივა.

ნინო თვალთვაძემ აღნიშნა, რომ ქუთაისის ახალ ბრენდინგში განსაკუთრებით ხაზგასმულია არგონავტების, მედეასა და ოქროს საწმისის თემა. ამას მოწმობს როგორც უნიკალური არქეოლოგიური გათხრები, ასევე ხალხური თქმულებები და ტრადიციები.
მერის მოადგილემ აღნიშნა, რომ ქართული მხარე დაინტერესებულია არგონავტიკის მარშრუტში ჩართვით, რაც ძალიან საინტერესო პერსპექტივაა ზოგადად ქუთაისისა და იმერეთის რეგიონის ტურისტული პოტენციალის განვითარებისთვის.

საქართველო, კერძოდ ქუთაისი 2021 წელს ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტების მე-11 ყოველწლიურ ფორუმს მასპინძლობს. აღნიშნულთან დაკავშირებით ქართველმა მონაწილეებმა კონფერენციის დანარჩენი მონაწილეები მომავალ წელს ქ. ქუთაისში მიიწვიეს.

საქართველო კიდევ ერთ საერთაშორისო მარშრუტში გაწევრიანებას გეგმავს.
აფხაზეთი აჭარა გურია იმერეთი კახეთი ქვემო ქართლი მცხეთა მთანეთი რაჭა ლეჩხუმი-ქვემო სვანეთი სამცხე-ჯავახეთი შიდა ქართლი სამეგრელო-ზემო სვანეთი თბილისი

საქართველოს კულტურული მარშრუტები


საქართველოს კულტურული მარშრუტების განაცხადის ფორმა და სერტიფიცირების კრიტერიუმები.
apps-geo.png
Android-(1).png ios.png