საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ENG ქარ РУС
სიახლეები | კულტურული მარშრუტების პროგრამის პრეზენტაცია ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების კონ

კულტურული მარშრუტების პროგრამის პრეზენტაცია ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების კონგრესზე

30 ოქტომბერი, 2019
2019 წლის 30 ოქტომბერს, ქ. სტრასბურგში ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების კონგრესს 37-ე სესიაზე "კულტურა საზღვრების გარეშე", სიტყვით წარსდგა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი, რომელიც 2019 წლის აპრილში არჩეულ იქნა ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტების გაფართოებული წილობრივი შეთანხმების 
მმართველი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილედ.
 
ლევან ხარატიშვილმა დეტალურად ისაუბრა ევროპის საბჭოს პროგრამის შესახებ, კერძოდ გაფართოებულ წილობრივ შეთანხმებაში გაწევრიანებული ქვეყნების აქტივობებზე, სერტიფიცირების კრიტერიუმებზე, 2019 წელს სერტიფიცირებულ მარშრუტებზე, კულტურული მარშრუტების მდგრად განვითარებასა და მათ გავლენაზე ცალკეული ქვეყნების ეკონომიკურ ზრდაზე, ადგილობრივი ხელისუფლებების ჩართულობასა და სხვა მნიშვნელოვან ასპექტებზე.
 
„ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტები მოიცავს სხვადასხვა თემების ფართო სპექტრს ხელოვნებიდან არქიტექტურამდე,  ლანდშაფტებიდან  ევროპის ისტორიის, ლიტერატურის, მუსიკისა და ხელოვნების მთავარ ფიგურებამდე.. თითოეული მარშრუტი აერთიანებს როგორც მატერიალურ, ასევე არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობას, ნათლად წარმოაჩენს იმ კულტურისა და ტრადიციების მრავალფეროვნებას, რომელიც საუკუნეების მანძილზე ყალიბდებოდა ევროპაში“-აღნიშნა მინისტრის მოადგილემ. 
 
მისი აზრით: „კულტურული მარშრუტები ერთის მხრივ ისტორიის თხრობის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია, სადაც ჩართულია ბევრი მხარე, როგორც ტურიზმის სექტორი, ასევე მემკვიდრეობის სფეროს სპეციალისტები, მენეჯერები, შემოქმედებითი ინდუსტრიების, მცირე და საშუალო ზომის საწარმოების წარმომადგენლები. თითოეული მარშრუტი ქმნის ვირტუალურ თემატურ ქსელს, რომელიც საშუალებას აძლევს რეგიონებს აღნიშნული პლატფორმის გამოყენებით მიიღონ ეკონომიკური სარგებელი. მეორეს მხრივ ეს არის კულტურული გაცვლების არაჩვეულებრივი პლატფორმა, მესამე მნიშვნელოვანი ასპექტი არის აღნიშნული პროგრამის საგანმანათლებლო როლი და ბოლოს  მეოთხე ასპექტი არის კულტურული მარშრუტების გავლენას მდგრადი ტურიზმის განვითარებაში.“
 
ლევან ხარატიშვილმა ცალკე გამოჰყო კულტურული მარშრუტების ხელშეწყობისათვის საქართველოში გადადგმული ნაბიჯები, ინოვაციური პროექტები და ღონისძიებები.
აფხაზეთი აჭარა გურია იმერეთი კახეთი ქვემო ქართლი მცხეთა მთანეთი რაჭა ლეჩხუმი-ქვემო სვანეთი სამცხე-ჯავახეთი შიდა ქართლი სამეგრელო-ზემო სვანეთი თბილისი

საქართველოს კულტურული მარშრუტები


საქართველოს კულტურული მარშრუტების განაცხადის ფორმა და სერტიფიცირების კრიტერიუმები.




small-app.png