საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ENG ქარ РУС
სიახლეები | ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტების 30 წლის იუბილე: დიალოგისა და მდგრადი განვითარების ხელშეწყობა ევ

ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტების 30 წლის იუბილე: დიალოგისა და მდგრადი განვითარების ხელშეწყობა ევროპული ღირებულებებისა და მემკვიდრების განვითარების გზით

24 ნოემბერი, 2017 2017 წლის 27-29 სექტემბერს, იტალიის ქ. ლუკაში გაიმართა ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტების რიგით მე-7 ყოველწლიური საკონსულტაციო ფორუმი. აღნიშნული ფორუმის ორგანიზატორები იყვნენ ევროპის საბჭო, იტალიის კულტურული მემკვიდრეობის, ღონისძიებებისა და ტურიზმის სამინისტრო, ასევე ქ. ლუკას ადმინისტრაცია და კულტურული მარშრუტების ევროპული ინსტიტუტი. ფორუმს ესწრებოდა 30 ქვეყნის დაახლოებით 400 მონაწილე; ევროპის საბჭოს 28 სერტიფიცირებული კულტურული მარშრუტის წარმომადგენელი;  გაფართოებული წილობრივი შეთანხმების 20 წევრი სახელმწიფოს, ევროპის საბჭოს, ევროკომისიის, ევროპის პარლამენტის, იუნესკოს, იკომოსის და მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის წარმომადგენლები.

აღნიშნულ ფორუმზე საქართველოს სახელით პრეზენტაცია გააკეთა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილემ ლევან ხარატიშვილმა.  მან დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტების პროგრამაში საქართველოს  მონაწილეობისთვის სამინისტროს ინიციატივით განხორციელებული ღონისძიებები, მიღწევები და სამომავლო გეგმები.


 
ფორუმის შესახებ ვრცელი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ევროპის საბჭოს ვებ-გვერდს.
აფხაზეთი აჭარა გურია იმერეთი კახეთი ქვემო ქართლი მცხეთა მთანეთი რაჭა ლეჩხუმი-ქვემო სვანეთი სამცხე-ჯავახეთი შიდა ქართლი სამეგრელო-ზემო სვანეთი თბილისი

საქართველოს კულტურული მარშრუტები


საქართველოს კულტურული მარშრუტების განაცხადის ფორმა და სერტიფიცირების კრიტერიუმები.