საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ENG ქარ РУС
სიახლეები | კულტურული მარშრუტების სერტიფიცირების პროცესი დაიწყო!

კულტურული მარშრუტების სერტიფიცირების პროცესი დაიწყო!

26 დეკემბერი, 2018
26 დეკემებრს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში გაიმართა საქართველოს კულტურული მარშრუტების სტრატეგიული განვითარებისა და სერტიფიცირების საბჭოს შეხვედრა.

შეხვედრაზე განხილული იყო კულტურული მარშრუტის სერტიფიცირების მიზნით წარმოდგენილი 3 განაცხადი. საბჭომ მოიწონა და დადებითად შეაფასა კულტურული მარშრუტის 2 განაცხადი, რომელთაც საბჭოს გადაწყვეტილებით, 1 წლის ვადით, პირობითი სერტიფიკატი გადაეცემათ. განმცხადებლებს მიეცემათ საბჭოს მიერ შემუშავებული რეკომენდაციები, რომელთა გათვალისწინების შემთხვევაში სერტიფიკატის ვადა გახანგრძლივდება.
საბჭოს წევრებმა ასევე განიხილეს და მოიწონეს კულტურული მარშრუტების სამმართველოს მიერ წარდგენილი კულტურული მარშრუტების სერტიფიკატის კონცეფცია და დიზაინი. შეხვედრაზე მიმოხილულ იქნა სამინისტროს მიერ კულტურული მარშრუტების განვითარების მიზნით 2019 წლისათვის დაგეგმილი აქტივობები.
აფხაზეთი აჭარა გურია იმერეთი კახეთი ქვემო ქართლი მცხეთა მთანეთი რაჭა ლეჩხუმი-ქვემო სვანეთი სამცხე-ჯავახეთი შიდა ქართლი სამეგრელო-ზემო სვანეთი თბილისი

საქართველოს კულტურული მარშრუტები


საქართველოს კულტურული მარშრუტების განაცხადის ფორმა და სერტიფიცირების კრიტერიუმები.




small-app.png