საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ENG ქარ РУС
სიახლეები | კულტურული მარშრუტების ტრენინგ აკადემია

კულტურული მარშრუტების ტრენინგ აკადემია

11 დეკემბერი, 2019 2019 წლის 5 და 6 დეკემბერს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და კულტურული მარშრუტების ევროპული ინსტიტუტის მიერ ორგანიზებული კულტურული მარშრუტების პირველი ტრენინგ აკადემია გაიმართა. ღონისძიების პარტნიორი იყო საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო.
 
ორი დღის მანძილზე, ევროპის საბჭოდან მოწვეულმა ექსპერტებმა პროფესორმა მაიკ რობინსონმა და კაროლინა კლარკმა სპეციალურად საქართველოსათვის შემუშავებული პროგრამა წაუკითხეს კულტურული მარშრუტებით დაინტერესებულ აუდიტორიას.
 
ტრეინინგი მიზნად ისახავდა ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტების პროგრამის ძირითადი მახასიათებლების მიმოხილვას, ევროპის საბჭოს მიერ სერტიფიცირებულ მარშრუტში ჩართული ადგილობრივი უწყებების, მენეჯერებისა და დაინტერესებული მხარეებისთვის. ტრენინგზე განხილულ იქნა კულტურული მარშრუტების ჩამოყალიების, განვითარების, მართვისა და დაფინანსების საკითხები.
 
სემინარი ასევე მიზნად ისახავდა კულტურული მარშრუტების ეფექტური მართვისათვის ადგილობრივი პროფესიული შესაძლებლობებისა და უნარების გაძლიერებას, ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტების პროგრამით დადგენილი სახელმძღვანელო პრინციპების შესაბამისად.
 
სესია გახსნა კულტურული მარშრუტების სამმართველოს უფროსმა თეონა ჯაყელმა. ტრენინგის დასკვნით ნაწილში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი აუდიტორიის წინაშე წარდგა საქართველოში კულტურული მარშრუტების პლატფორმის მიმოხილვით. მინისტრის მოადგილემ დეტალურად განიხილა მიმდინარე პროექტები და სამომავლო გეგმები.

აუდიტორიის მხრიდან აქტიური დისკუსიის შემდეგ ტრენინგის მონაწილე 35 მონაწილეს სამინისტროსა და ევროპის საბჭოს ერთობლივი სერტიფიკატები გადაეცათ.
აფხაზეთი აჭარა გურია იმერეთი კახეთი ქვემო ქართლი მცხეთა მთანეთი რაჭა ლეჩხუმი-ქვემო სვანეთი სამცხე-ჯავახეთი შიდა ქართლი სამეგრელო-ზემო სვანეთი თბილისი

საქართველოს კულტურული მარშრუტები


საქართველოს კულტურული მარშრუტების განაცხადის ფორმა და სერტიფიცირების კრიტერიუმები.




small-app.png