საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ENG ქარ РУС
სიახლეები | ორი ახალი სერტიფიცირებული მარშრუტი

ორი ახალი სერტიფიცირებული მარშრუტი

19 ივნისი, 2020
2020 წლის 18 ივნისს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ლევან ხარატიშვილმა სამინისტროს სერტიფიკატები გადასცა ორ ახალ კულტურულ მარშრუტს „წმ. ანდრეა პირველწოდებულის გზა“ და „დედაქალაქიდან დედაქალაქამდე“.

„წმინდა ანდრია პირველწოდებულის გზა“ პილიგრიმული მარშრუტია, რომლის ძირითად თემას საექსკურსიო -  სამომლოცველო მოგზაურობა წარმოადგენს. 
მარშრუტი ბერძნულ-ლათინურ ტექსტებში და „ქართლის ცხოვრებაში“ დაცული მასალების შესაბამისად, გვაცნობს წმინდა ანდრია პირველწოდებულის  მიერ საქართველოში განვლილი გზას.. ამ ეტაპზე მარშრუტი  მოიცავს საქართველოს რამდენიმე რეგიონს  (აჭარა, იმერეთი, სამცხე-ჯავახეთი) და 7 სხვადასხვა ტიპის ობიექტს. მარშრუტის წარმდგენი ორგანიზაციაა  „ტურიზმის და მენეჯმენტის აკადემია“.

„დედაქალაქიდან დედაქალაქამდე“ - საქართველოს ისტორიაში ორი უმნიშვნელოვანესი ქალაქი მცხეთა და თბილისი საუკუნეთა მანძილზე ინარჩუნებდა პოლიტიკური თუ რელიგიური ცენტრის ფუნქციას. მე-5 საუკუნეში ვახტანგ გორგასალმა თბილისის ტერიტორიაზე უმნიშვნელოვანესი საქალაქო მშენებლობა წამოიწყო. ვახტანგ გორგასლის მემკვიდრემ დაჩი I უჯარმელმა,  მე-6 საუკუნის დამდეგს დაამთავრა ქალაქის გალავნის აგება და მამის ანდერძის თანახმად სატახტო ქალაქი მცხეთიდან თბილისში გადმოიტანა.
მარშრუტის ფარგლებში, თბილისსა და მცხეთას შორის მონიშნული 22 ძეგლის მეშვეობით, მნახველი  იმოგზაურებს წარსულში და  ვახტანგ გორგასლის მიერ დასახულ გზას მიადევნებს თვალს. 
მარშრუტის წარმდგენი ორგანიზაციაა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო.
აფხაზეთი აჭარა გურია იმერეთი კახეთი ქვემო ქართლი მცხეთა მთანეთი რაჭა ლეჩხუმი-ქვემო სვანეთი სამცხე-ჯავახეთი შიდა ქართლი სამეგრელო-ზემო სვანეთი თბილისი

საქართველოს კულტურული მარშრუტები


საქართველოს კულტურული მარშრუტების განაცხადის ფორმა და სერტიფიცირების კრიტერიუმები.
apps-geo.png
Android-(1).png ios.png