საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ENG ქარ РУС
სიახლეები | საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ღვინო, როგორც სოციალურ-ეკონომიკური განვითარების რესურსი და ქვეყ

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ღვინო, როგორც სოციალურ-ეკონომიკური განვითარების რესურსი და ქვეყნის იდენტობა“

22 ივნისი, 2019
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და კონსასლტინგისა და ახალი პროფესიების რეგიონალური ცენტრის ორგანიზებით, ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტის Iter Vitis (იტერ ვიტისის) ეგიდით 22 ივნისს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიმართა სტუდენტთა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ღვინო, როგორც სოციალურ-ეკონომიკური განვითარების რესურსი და ქვეყნის იდენტობა“.

კონფერენციის პირველი ნაწილი გახსნეს ღვინის ტურიზმის წამყვანმა სპეციალისტებმა. ორი სესიის განმავლობაში აუდიტორიის წინაშე წარსდგნენ საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები. საგანგებოდ შერჩეულმა ჟიურიმ, რომლის წევრი ასევე იყო საქართველოს კულტურული მარშრუტების სამმართველოს უფროსი თეონა ჯაყელი, შეარჩია საუკეთესო გამომსვლელები, რომლებიც Iter Vitis-ის მხარდაჭერით ერთი კვირით გაემგზავრებიან იტალიაში სტაჟირების გასავლელად. 






 
აფხაზეთი აჭარა გურია იმერეთი კახეთი ქვემო ქართლი მცხეთა მთანეთი რაჭა ლეჩხუმი-ქვემო სვანეთი სამცხე-ჯავახეთი შიდა ქართლი სამეგრელო-ზემო სვანეთი თბილისი

საქართველოს კულტურული მარშრუტები


საქართველოს კულტურული მარშრუტების განაცხადის ფორმა და სერტიფიცირების კრიტერიუმები.




small-app.png