საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ENG ქარ РУС
სიახლეები | საინფორმაციო შეხვედრები კულტურული მარშრუტების პროგრამასთან დაკავშირებით.

საინფორმაციო შეხვედრები კულტურული მარშრუტების პროგრამასთან დაკავშირებით.

22 ივნისი, 2018

საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო იწყებს საინფორმაციო შეხვედრების ციკლს კულტურული მარშრუტების პროგრამასთან დაკავშირებით.

პირველი შეხვედრა 21 ივნისს, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროში გაიმართა. შეხვედრას კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი გაუძღვა. დაინტერესებულმა პირებმა ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს, როგორც პროგრამის, ასევე, საქართველოს კულტურული მარშრუტების სერტიფიცირებისთვის განაცხადების შევსების წესთან და თავად, სერტიფიცირების კრიტერიუმებთან დაკავშირებით.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივით, საქართველო ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტების გაფართოებული წილობრივი შეთანხმების (Enlarged Partial Agreement) 27-ე წევრი სახელმწიფო, 2016 წლის 9 აგვისტოს გახდა; საქართველოს კულტურული მარშრუტების სერტიფიცირებისთვის განაცხადების მიღება კი, დაიწყო 2018 წლის 1 მარტიდან.

აღნიშნული შეთანხმება გულისხმობს ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტების პროგრამაში წევრი სახელმწიფოების მონაწილეობას და შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების ეროვნულ დონეზე განხორციელებას. ამ მიზნით, ჩამოყალიბდა სამინისტროსთან არსებული საქართველოს კულტურული მარშრუტების სტრატეგიული განვითარებისა და სერტიფიცირების საბჭო, როგორც მინისტრის მულტიდისციპლინური, სათათბირო ორგანო, რომელიც ხელს უწყობს ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტების პროგრამაში საქართველოს მონაწილეობას და ასევე, ადგილობრივი კულტურული მარშრუტების განვითარებას. საბჭოს შემადგენლობაში შედიან სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები.

საქართველოს კულტურული მარშრუტების სტრატეგიული განვითარებისა და სერტიფიცირების საბჭო, დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად, განიხილავს და მიანიჭებს საქ. კულტურული მარშრუტების სერთიფიკატს. ამ გზით, საბჭო ხელს უწყობს კულტურული მარშრუტების ისეთი პროექტების განვითარებას, რომელიც ემსახურება საქართველოს ისტორიის, მეხსიერების, იდენტობის, მემკვიდრეობის, კულტურული ტრადიციებისა და საქართველოს მრავალფეროვანი კულტურის წარმოჩენას; ახალი ინიციატივებისა და სამაგალითო და ინოვაციური პროექტების ინიცირებას კულტურული ტურიზმისა და კულტურის მდგრადი განვითარების სფეროში; ასევე, საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებისთვის ახალი ტურისტული პროდუქტის შექმნას, ან არსებულის პოპულარიზაციას ტურისტულ სააგენტოებთან და ოპერატორებთან თანამშრომლობით.

კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ასევე, საბჭოს მიზანია თავი მოუყაროს საქართველოში უკვე მოქმედი კულტურული მარშრუტების შესახებ არსებულ ინფორმაციას, აგრეთვე, ხელი შეუწყოს ახალი კულტურული მარშრუტების შემუშავებას და გაზარდოს ინტერესი საერთაშორისო მარშრუტებში, კონკრეტულად, ევროპის საბჭოს კულტურულ მარშრუტებში გაწევრიანების მიმართულებით. ამ მიზნით, ინტენსიური საინფორმაციო/საკონსულტაციო შეხვედრები დაინტერესებულ პირებთან სისტემატიურად გაიმართება. შეხვედრების განრიგი, უახლოეს მომავალში, საქართველოს კულტურული მარშრუტების ვებ-გვერდზე განთავსდება.

სამინისტროს, როგორც ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტების ეროვნული საკოორდინაციო ორგანოს აქტიური ჩართულობით, საქართველოს მხარე უკვე თანამშრომლობს ევროპის საბჭოს მიერ სერტიფიცირებულ რამდენიმე კულტურულ მარშრუტთან, როგორიცაა:
 


2021 წელს, საქართველო კულტურული მარშრუტების ევროპულ ფორუმს უმასპინძლებს, რომელსაც EPA – ს 32 წევრი ქვეყნიდან, 300-მდე მოწვეული სტუმარი დაესწრება – ეს გადაწყვეტილება 2018 წლის 19 აპრილს, ლუქსემბურგში, ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტების გაფართოებული წილობრივი შეთანხმების მმართველი საბჭოს შეხვედრაზე მიიღეს.

ფორუმი მნიშვნელოვანია როგორც საქართველოს წარმოჩენისთვის, ასევე, მისი მემკვიდრეობის გაცნობისა და ფორუმში მონაწილე ქვეყნებთან კულტურის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებისთვის. გარდა ამისა, 2018 წელს, საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, სადაც კულტურული მარშრუტების ევროპული ინსტიტუტის ორგანიზებით და ევროპის საბჭოს ექსპერტების დახმარებით კულტურული მარშრუტების შესახებ კვლევა და რუქის შემუშავება (მეფინგი) განხორციელდება.
აფხაზეთი აჭარა გურია იმერეთი კახეთი ქვემო ქართლი მცხეთა მთანეთი რაჭა ლეჩხუმი-ქვემო სვანეთი სამცხე-ჯავახეთი შიდა ქართლი სამეგრელო-ზემო სვანეთი თბილისი

საქართველოს კულტურული მარშრუტები


საქართველოს კულტურული მარშრუტების განაცხადის ფორმა და სერტიფიცირების კრიტერიუმები.