საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ENG ქარ РУС
სიახლეები | საქართველო "ებრაული მემკვიდრეობის ევროპული მარშრუტის" წევრი

საქართველო "ებრაული მემკვიდრეობის ევროპული მარშრუტის" წევრი

22 ნოემბერი, 2017

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს წარდგინებით,  საქართველოში ებრაული მემკვიდრეობის ევროპულ მარშრუტს „ისრაელის სახლი“ ხელმძღვანელობს. „ისრაელის სახლმა“   შესაბამისი მანდატი 2017 წლის მარტში ლუქსემბურგში ევროპის საბჭოს ეგიდით გამართულ გენერალურ ასამბლეაზე მიიღო. 

ებრაული მემკვიდრეობის ევროპულ მარშრუტს მართავს ებრაული კულტურისა და მემკვიდრეობის დაცვისა და ხელშეწყობის ევროპული ასოციაცია (AEPJ),  რომელსაც ლუქსემბურგის ფორუმზე „ისრაელის სახლის“ დამფუძნებელმა და ხელმძღვანელმა იციკ მოშემ „ისრაელის სახლის მიერ საქართველოში ებრაული მემკვიდრეობის შესახებ მომზადებული ბუკლეტი და დოკუმენტური ფილმი წარუდგინა. მათში მოთხრობილია ყველა იმ ადგილის, ღირსშესანიშნაობისა და მოვლენის შესახებ, რომელიც საქართველოში (მათ შორის აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში) ებრაელთა ყოფნასა თუ ებრაული კულტურის გავლენას უკავშირდება.
იმის მიუხედავად, რომ საქართველო არ არის ევროკავშირის წევრი, 2018 წელს თბილისი, ევროკავშირის წევრი ქვეყნის ხუთ ქალაქთან ერთად, ევროპაში წარმოდგენილი იქნება როგორც მარშრუტის ერთ-ერთი ცენტრი და უმასპინძლებს ებრაული მემკვიდრეობის გამოფენას.
საქართველოში ებრაული კულტურული მემკვიდრეობის ახალი მარშრუტის პრეზენტაცია წელს, ზაფხულში იერუსალიმში გაიმართა.
იციკ მოშეს განცხადებით, აღნიშნული სერტიფიცირებული კულტურული მარშრუტის ამოქმედება ხელს შეუწყობს საქართველოს პოპულარიზაციას, კულტურული ტურიზმის მდგრად განვითარებასა და პოტენციალის წარმოჩენას.
ებრაული კულტურული მარშრუტის ფარგლებში,  საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მონაწილეობით, 15 დეკემბერს თბილისში, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ებრაული ბიბლიოთეკა გაიხსნება. „ისრაელის სახლმა“ ისრაელში უკვე შეიძინა 500-ზე მეტი წიგნი. ბიბლიოთეკა ებრაული მარშრუტის ერთ-ერთი პუნქტი გახდება.
2018 წელს კი „ისრაელის სახლი“ ებრაული კულტურისა და მემკვიდრეობის დაცვისა და ხელშეწყობის ევროპული ასოციაციიის (AEPJ) ინიციატივით, გამოსცემს  საქართველოში  ებრაული კულტურული მემკვიდრეობის ამსახველ ბუკლეტს. 

აფხაზეთი აჭარა გურია იმერეთი კახეთი ქვემო ქართლი მცხეთა მთანეთი რაჭა ლეჩხუმი-ქვემო სვანეთი სამცხე-ჯავახეთი შიდა ქართლი სამეგრელო-ზემო სვანეთი თბილისი

საქართველოს კულტურული მარშრუტები

დაიწყო განაცხადების მიღება საქართველოს კულტურული მარშრუტების სერტიფიცირებისთვის