საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ENG ქარ РУС
სიახლეები | საქართველო კულტურული მარშრუტების ფორუმს უმასპინძლებს

საქართველო კულტურული მარშრუტების ფორუმს უმასპინძლებს

04 მაისი, 2018 ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტების გაფართოებული წილობრივი შეთანხმების (EPA) მმართველი საბჭოს გადაწყვეტილებით, 2021 წელს საქართველო კულტურული მარშრუტების ფორუმს უმასპინძლებს

• მონაწილეებს საშუალება ეძლევათ ეზიარონ კულტურული ტურიზმის კუთხით ევროპის მასშტაბით არსებულ თანამედროვე ტენდენციებსა და გამოწვევებს, ასევე, მასპინძელი ქვეყნის კულტურასა და მემკვიდრეობას.

• EPA-ის წევრი ქვეყნების ხელშეწყობისა და ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტების პროგრამის ეროვნულ დონეზე განხორციელების მიზნით, EPA-ის ბიურო გეგმავს ახალი ინიციატივის - "ქვეყნებში კულტურული მარშრუტების რუკების შემუშავება (მეფინგი)" (Cultural Routes National Country Mapping) განხორციელებას, რაც მოიცავს წევრ ქვეყნებში ევროპის საბჭოს ექსპერტების დახმარებით კულტურული მარშრუტების შესახებ კვლევის ჩატარებასა და ანგარიშის მომზადებას.

• 2018 წელს საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, სადაც განხორციელდება კულტურული მარშრუტების შესახებ კვლევა და რუკის შემუშავება (მეფინგი).
აფხაზეთი აჭარა გურია იმერეთი კახეთი ქვემო ქართლი მცხეთა მთანეთი რაჭა ლეჩხუმი-ქვემო სვანეთი სამცხე-ჯავახეთი შიდა ქართლი სამეგრელო-ზემო სვანეთი თბილისი

საქართველოს კულტურული მარშრუტები


საქართველოს კულტურული მარშრუტების განაცხადის ფორმა და სერტიფიცირების კრიტერიუმები.

კულტურული მარშრუტის "გადმოსახედი პუნქტები" განაცხადის ფორმა.