საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ENG ქარ РУС
სიახლეები | საპილოტე კულტურული მარშრუტი "გადმოსახედი პუნქტები"

საპილოტე კულტურული მარშრუტი "გადმოსახედი პუნქტები"

10 ივლისი, 2018 საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივით მიმდინარეობს კულტურული მარშრუტების საპილოტე პროექტზე „გადმოსახედი პუნქტები“ მუშაობა.

​პროექტი გულისხმობს საქართველოს ტერიტორიაზე არსებული გადმოსახედი პუნტების იდენტიფიცირებას და პოპულარიზაციას.

პირველ ეტაპზე, ხორციელდება საქართველოში არსებული შესაბამისი რესურსების მოკვლევა, რისთვისაც მომზადდა განაცხადის სპეციალური ფორმა. დაინტერესებული მხარეების მიერ გადმოსახედი პუნქტების შესახებ წარმოდგენილ ინფორმაციაზე დაყრდნობით და კულტურული მარშრუტების სტრატეგიული განვითარებისა და სერტიფიცირების საბჭოს გადაწყვეტილებით ჩამოყალიბდება კულტურული მარშრუტის საბოლოო ვერსია, რომელიც განთავსებული იქნება კულტურული მარშრუტების  ვებ-გვერდზე არსებულ რუკაზე და ასევე მობილურ აპლიკაციაში.

საქართველოში ბევრი გადმოსახედი არსებობს, თუმცა არ არის არც გადმოსახედების საერთო ბაზა და არც გარკვეული საგზაო მანიშნებლები, შესაბამისად, ინფორმაციას გადმოსახედების შესახებ ხშირად ვიღებთ ზეპირი გადმოცემით. გადმოსახედების მოკვლევის შედეგად, მივიღებთ სრულ სურათს მთელი ქვეყნის მასშტაბით, რომელიც თავის მხრივ შექმნის გადმოსახედების ქსელს. 

აღნიშნულ კულტურულ მარშრუტში მონაწილეობა შეუძლია ყველა დაინტერესებულ მხარეს, მათ შორის კერძო სექტორს.

იხილეთ, კულტურული მარშრუტის „გადმოსახედი პუნქტები“ განაცხადის ფორმა.
 
აფხაზეთი აჭარა გურია იმერეთი კახეთი ქვემო ქართლი მცხეთა მთანეთი რაჭა ლეჩხუმი-ქვემო სვანეთი სამცხე-ჯავახეთი შიდა ქართლი სამეგრელო-ზემო სვანეთი თბილისი

საქართველოს კულტურული მარშრუტები


საქართველოს კულტურული მარშრუტების განაცხადის ფორმა და სერტიფიცირების კრიტერიუმები.

კულტურული მარშრუტის "გადმოსახედი პუნქტები" განაცხადის ფორმა.