საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ENG ქარ РУС
სიახლეები | საქართველოს კულტურული მარშრუტების 3 D შოუ

საქართველოს კულტურული მარშრუტების 3 D შოუ

29 მაისი, 2019
თბილისი, რომელიც საუკუნეების მანძილზე ევროპისა და აზიის გასაყარზე ვითარდებოდა, როგორც უნიკალური, მულტიკულტურული ქალაქი, უამრავ საინტერესო აქტივობას სთავაზობს როგორც ადგილობრივებს, ასევე ტურისტებს.
 
მეტეხის ტაძრის მიმდებარე ტერიტორია, რომელიც ყოველთვის უამრავ ტურისტს იზიდავს, კიდევ ერთხელ მოექცა ყურადღების ცენტრში.  27 მაისის საღამოს მომაჯადოვებელი მუსიკის ფონზე მეტეხის კედელზე საქართველოს კულტურული მარშრუტები გაცოცხლდა. 3D შოუ-პროექციის საშუალებით ამ ისტორიულმა ადგილმა ისევ იკისრა მთხრობელის როლი და საქართველოს წარსულსა და მემკვიდრეობაზე 6 კულტურული მარშრუტის საშუალებით ალაპარაკდა. ევროპის მოედანზე მოწყობილი ეკრანები კი უფრო დეტალურად აშუქებდნენ ინფორმაციას როგორც მარშრუტების, ასევე ახალი მობილური აპლიკაციის შესახებ, რომელიც საგანგებოდ შეიქმნა, რათა კულტურული ტურიზმით დაინტერესებული მოგზაურების გზამკვლევი და მეგზური გამხდარიყო. 

ანდროიდის მობილური აპლიკაცია ხელმისაწვდომია ყველასათვის უფასოდ google-ის play store-ში. იგი მომხმარებელს საშუალებას აძლევს არა მხოლოდ ევროპის საბჭოსა და საქართველოს სერტიფიცირებული მარშრუტებით ისარგებლოს, არამედ თავად შექმნას მარშრუტი, რომელზეც სხვა დაინტერესებულ მოგზაურებს ექნებათ წვდომა. ამჟამად აქტიური მუშაობა მიმდინარეობს, რათა სულ მალე მოხმარებაში ჩაეშვას იგივე აპლიკაციის IOS ვერსია.

აფხაზეთი აჭარა გურია იმერეთი კახეთი ქვემო ქართლი მცხეთა მთანეთი რაჭა ლეჩხუმი-ქვემო სვანეთი სამცხე-ჯავახეთი შიდა ქართლი სამეგრელო-ზემო სვანეთი თბილისი

საქართველოს კულტურული მარშრუტები


საქართველოს კულტურული მარშრუტების განაცხადის ფორმა და სერტიფიცირების კრიტერიუმები.




small-app.png