საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ENG ქარ РУС
სიახლეები | ებრაული მემკვიდრეობის მარშრუტის განვითარების ხელშეწყობა

ებრაული მემკვიდრეობის მარშრუტის განვითარების ხელშეწყობა

14 ნოემბერი, 2018 საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს კულტურული მარშრუტების სამმართველომ ევროპის საბჭოს სერტიფიცირებული მარშრუტების საქართველოში განვითარებისა და ხელშეწყობის მიზნით გამართა სამუშაო შეხვედრა სხვადასხვა უწყებებთან.

აღნიშნული შეხვედრა გაიმართა 2018 წლის 13 ნოემბერს, ევროპის საბჭოს მიერ სერტიფიცირებული ებრაული მემკვიდრეობის მარშრუტის ადგილობრივი მმართველი ორგანიზაციის „ისრაელის სახლი“-ს, მუნიციპალური განვითარების ფონდისა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან. შეხვედრას გაუძღვა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ბატონი ლევან ხარატიშვილი.

შეხვედრის მთავარ თემას წარმოადგენდა საქართველოში ებრაული მემკვიდრეობის მარშრუტის განვითარებისათვის საჭირო ინფრასტრუქტურული  მოწყობის და  მდგრადი ტურიზმის საკითხები. მხარეებმა ერთმანეთს გაუზიარეს ინფორმაცია არსებული საჭიროებებისა და შესაძლებლობების შესახებ. აღნიშნულ შეხვედრაზე დაიგეგმა ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავება და მჭიდრო კომუნიკაცია კონკრეტული ქმედებების ეფექტურად განხორციელებისათვის.


_DSC7393-(3).jpg




_DSC7381-(1).jpg
აფხაზეთი აჭარა გურია იმერეთი კახეთი ქვემო ქართლი მცხეთა მთანეთი რაჭა ლეჩხუმი-ქვემო სვანეთი სამცხე-ჯავახეთი შიდა ქართლი სამეგრელო-ზემო სვანეთი თბილისი

საქართველოს კულტურული მარშრუტები


საქართველოს კულტურული მარშრუტების განაცხადის ფორმა და სერტიფიცირების კრიტერიუმები.