საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ENG ქარ РУС
სიახლეები | შეხვედრა ევროპის საბჭოს პრეისტორიული კლდის ხელოვნების მარშრუტის ოფიციალური დელეგაციის წარმომადგენლებ

შეხვედრა ევროპის საბჭოს პრეისტორიული კლდის ხელოვნების მარშრუტის ოფიციალური დელეგაციის წარმომადგენლებთან

16 ივლისი, 2019
16 ივლისს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ლევან ხარატიშვილმა სამუშაო შეხვედრა გამართა ევროპის საბჭოს პრეისტორიული კლდის ხელოვნების მარშრუტის ოფიციალური დელეგაციის წევრებთან.  დელეგაციის წევრებს შორის იყვნენ ცნობილი მეცნიერები - რამონ მონტეს ბარქუინი, იპოლიტო კოლადო ჟირალდო, ხოსე მანუელ რეი, ანტონიო ბატარდა და რეიმან აბდულაევი. შეხვედრაზე მხარეებმა მემკვიდრეობის, კულტურული მარშტურების  მიმართულებით სიახლეებზე ისაუბრეს.  ლევან ხარატიშვილმა დელეგაციის წევრებს სამინისტროს  მასშტაბურ პროექტზე „საქართველო, ევროპა“ მიაწოდა ინფორმაცია. მხარეებმა აქტიური თანამშრომლობის და გამოცდილების გაზიარების სამოქმედო გეგმები დასახეს.


საქართველო ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტების „პრეისტორიული კლდის ხელოვნების“ მარშრუტის სრულუფლებიანი წევრი 2017 წლიდან გახდა. ქვეყნის სახელით ევროპული უწყების წევრობის სტატუსი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს მიენიჭა. მარშრუტში პირველ ეტაპზე საქართველო თრიალეთის პეტროგლიფების კომპლექსითაა წარდგენილი.



 
აფხაზეთი აჭარა გურია იმერეთი კახეთი ქვემო ქართლი მცხეთა მთანეთი რაჭა ლეჩხუმი-ქვემო სვანეთი სამცხე-ჯავახეთი შიდა ქართლი სამეგრელო-ზემო სვანეთი თბილისი

საქართველოს კულტურული მარშრუტები


საქართველოს კულტურული მარშრუტების განაცხადის ფორმა და სერტიფიცირების კრიტერიუმები.




small-app.png