საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ENG ქარ РУС
სიახლეები | ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ვიზიტი

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ვიზიტი

17 ოქტომბერი, 2019  
2019 წლის 17 ოქტომბერს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში, მინისტრის მოადგილემ ლევან ხარატიშვილმა უმასპინძლა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელს ქალბატონ მარიამ ქვრივიშვილს.

მინისტრის მოადგილემ მოწვეულ სტუმარს გააცნო ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტების პროგრამის პრინციპები და სამომავლო გეგმები. სამინისტრო 2016 წლიდან ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტების გაერთიანებული წილობრივი შეთანხმების წევრია და ახდენს აღნიშნული პროგრამის ეროვნულ დონეზე კოორდინაციას კულტურული მარშრუტების სამმართველოსა და სამინისტროსთან არსებული უწყებათაშორისი საბჭოს მეშვეობით.

შეხვედრაზე ორ ინსტიტუციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება დაისახა მიზნად, რათა შემდგომში უფრო კოორდინირებულად და ეფექტურად მოხდეს მომიჯნავე თემების კოორდინაცია.
აფხაზეთი აჭარა გურია იმერეთი კახეთი ქვემო ქართლი მცხეთა მთანეთი რაჭა ლეჩხუმი-ქვემო სვანეთი სამცხე-ჯავახეთი შიდა ქართლი სამეგრელო-ზემო სვანეთი თბილისი

საქართველოს კულტურული მარშრუტები


საქართველოს კულტურული მარშრუტების განაცხადის ფორმა და სერტიფიცირების კრიტერიუმები.




small-app.png