საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ENG ქარ РУС
სიახლეები | ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი კულტურული მარშრუტების ხელშეწყობის მიზნით

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი კულტურული მარშრუტების ხელშეწყობის მიზნით

24 თებერვალი, 2020 2020 წლის 24 თებერვალს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა და საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის პრეზიდენტმა კახი კალაძემ ხელი მოაწერეს ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტების პროგრამის  ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს.
 
ღონისძიებას საპატიო სტუმრის რანგში დაესწრნენ ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონალური ხელისუფლების  კონგრესის პრეზიდენტი ანდერს კნაპე, კონგრესის გენერალური მდივანი ანდრეას კიფერი, ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელი საქართველოში ქრისტიან ურსე და სხვა სტუმრები.
 
 
მემორანდუმის ფარგლებში სამინისტროსა და   საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციას შორის თანამშრომლობა წარიმართება შემდეგი მიმართულებებით:
 
  • კულტურული მარშრუტების პროგრამის განვითარება და საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა;
  • ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ჩართულობა ახალი კულტურული მარშრუტების შექმნაში, კულტურული ტურიზმის მიმართულებით ერთობლივი პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებაში;
  • პარტნიორობა კულტურული ტურიზმის, კულტურული მარშრუტების მიმართულებით საერთაშორისო ღონისძიებების ორგანიზებაში;
  • ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა გადამზადება კულტურული მარშრუტების მართვის სფეროში.
აფხაზეთი აჭარა გურია იმერეთი კახეთი ქვემო ქართლი მცხეთა მთანეთი რაჭა ლეჩხუმი-ქვემო სვანეთი სამცხე-ჯავახეთი შიდა ქართლი სამეგრელო-ზემო სვანეთი თბილისი

საქართველოს კულტურული მარშრუტები


საქართველოს კულტურული მარშრუტების განაცხადის ფორმა და სერტიფიცირების კრიტერიუმები.
apps-geo.png
Android-(1).png ios.png