საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ENG ქარ РУС
სიახლეები | ვებინარი "პოსტ Covid 19-ის ეპოქაში ტურიზმის სექტორის აღდგენის სტრატეგიები"

ვებინარი "პოსტ Covid 19-ის ეპოქაში ტურიზმის სექტორის აღდგენის სტრატეგიები"

01 მაისი, 2020
მიმდინარე წლის 29 აპრილს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელშეწყობით,  გასტრონომიის, კულტურის, ხელოვნებისა და ტურიზმის საერთაშორისო ინსტიტუტის (IGCAT) მიერ ორგანიზებული ვებინარი "პოსტ Covid 19-ის ეპოქაში ტურიზმის სექტორის აღდგენის სტრატეგიები" გაიმართა, რომელსაც გაუძღვა გასტრონომიის, კულტურის, ხელოვნებისა და ტურიზმის საერთაშორისო ინსტიტუტის პრეზიდენტი დოქტორი დაიანა დოდი.
 
დოქტორმა დოდმა ვრცლად ისაუბრა პანდემიის შემდგომ პერიოდში გასტრონომიული ტურიზმის განვითარების სტრატეგიაზე, რესტორნული და გასტრონომიული ბიზნესის განვითარების სრულიად ახალ შესაძლებლობებზე.   მან აღნიშნა, რომ საქართველოს ამ კუთხით გააჩნია დიდი პოტენციალი.  საუბარი ასევე შეეხო ადგილობრივი ტურიზმის განვითარების პერსპექტივებსა და ტურისტებისათვის უსაფრთხო სერვისების შეთავაზების შესაძლებლობებს, ადგილობრივი სამეწარმეო სექტორის ხელშეწყობისათვის, მათი ტურისტული მიზნებისთვის გამოყენებას და ა.შ..
 
მინისტრის მოადგილემ ლევან ხარატიშვილმა თავის მხრივ დამსწრე აუდიტორიას აცნობა, რომ მსგავსი სახის ვებინარეების მოწყობა დაგეგმილია შემდგომშიც. ვებინარის მსვლელობაში ჩართული იყო 40-მდე მონაწილე. დასკვნით ნაწილში კი გაიმართა კითხვა-პასუხის სესია.
 
დოქტორ დოდის პრეზენტაციის სანახავად მიჰყევით მოცემულ ბმულს.
აფხაზეთი აჭარა გურია იმერეთი კახეთი ქვემო ქართლი მცხეთა მთანეთი რაჭა ლეჩხუმი-ქვემო სვანეთი სამცხე-ჯავახეთი შიდა ქართლი სამეგრელო-ზემო სვანეთი თბილისი

საქართველოს კულტურული მარშრუტები


საქართველოს კულტურული მარშრუტების განაცხადის ფორმა და სერტიფიცირების კრიტერიუმები.




small-app.png