საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ENG ქარ РУС
ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტები


ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტების გაფართოებული წილობრივი შეთანხმება

ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტების პროგრამას საფუძველი ჩაეყარა 1987 წელს. პროგრამის მიზანია სხვადასხვა ქვეყნისა და კულტურის წარმოჩენა საერთო კულტურული მემკვიდრეობის ჭრილში.

ევროპის საბჭოს მიერ სერტიფიცირებული კულტურული მარშრუტები ეფუძნება ევროპის საბჭოს ძირითად პრინციპებს: ადამიანის უფლებების დაცვა, კულტურული დემოკრატია, კულტურული მრავალფეროვნება და იდენტობა, დიალოგი, ურთიერთგაცვლა და გამოცდილების გამდიდრება ქვეყნებს შორის საუკუნეების მანძილზე.

2010 წელს “კულტურული მარშრუტების გაფართოებული წილობრივი შეთანხმება” (EPA) მიღებულ იქნა დროებით სამწლიანი საპილოტე ფაზისთვის, რომელიც 2013 წელს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა დაამტკიცა მიღებული რეზოლუციის - CM/Res(2013)66 საფუძველზე. შეთანხმება ხელს უწყობს ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებს შორის კულტურის სფეროში თანამშრომლობის განვითარებას, განსაკუთრებით კულტურული მარშრუტების მიმართულებით.
 
კულტურული მარშრუტები ქვეყნების მიხედვით
წევრები და სხვა მონაწილეები
 

პროგრამის ძირითადი მიზნები

კულტურული მარშრუტების გაფართოებული წილობრივი შეთანხმების მიზანია კულტურული მარშრუტების როლის წარმოჩენა კულტურული თანამშრომლობის, მდგრადი ტერიტორიული განვითარებისა და საზოგადოების ინტეგრაციის საქმეში, რაც განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ისეთ თემებს, როგორიცაა ევროპული ერთიანობა, ისტორია, კულტურა და კულტურული ღირებულებები, და ასევე, ნაკლებად ცნობილი ტურისტული დანიშნულების ადგილების აღმოჩენა. შეთანხმება ხელს უწყობს სხვადასხვა ქსელებისა და ასოციაციების, ადგილობრივი და რეგიონული მმართველობების, უნივერსიტეტების და პროფესიული ორგანიზაციების ჩართულობას და ამ გზით კულტურის სფეროში თანამშრომლობის განვითარებას. მას წვლილი შეაქვს მრავალფეროვანი მემკვიდრეობის დაცვის კუთხით თემატური და ალტერნატიული ტურისტური მარშრუტების და კულტურული პროექტების განვითარების საქმეში.
 
ინსტიტუციური ჩარჩო
 
შეთანხმების მმართველი საბჭო (EPA Governing Board) ახდენს ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტების სერტიფიცირებას და სერტიფიცირებული მარშრუტების მუდმივ შეფასებას მინისტრთა კომიტეტის რეზოლუციის CM/Res(2013)67 შესაბამისად. მარშრუტებმა სერტიფიცირებისთვის უნდა გაითვალისწინონ შემდეგი მოთხოვნები:

  • აქცენტს უნდა აკეთებდეს ევროპულ ღირებულებებზე  და ევროპის საბჭოს მინიმუმ 3 წევრი სახელმწიფო უნდა იყოს ჩართული;
  • უნდა წარმოადგენდეს ისტორიულ მარშრუტს ან (კულტურული ტურიზმის შემთხვევაში) ახალ მარშრუტს;
  • გრძელვადიანი მრავალმხრივი თანამშრომლობის პროექტების განვითარება (სამეცნიერო კვლევა; მემკვიდრეობის კონსერვაცია და განვითარება; ახალგაზრდა ევროპელების კულტურული და საგანმანათლებლო გაცვლები; თანამედროვე კულტურული და შემოქმედებითი პრაქტიკა; კულტურული ტურიზმი და მდგრადი განვითარება);
  • მარშრუტს უნდა მართავდეს ერთი ან მეტი დამოუკიდებელი ქსელი (ასოციაციის ან ასოციაციების ფედერაციის სახით). 

 
კულტურული მარშრუტების ევროპული ინსტიტუტი (EICR), ქ. ლუქსემბურგში, ახორციელებს პროგრამის ტექნიკურ საქმიანობას, მათ შორის, სერტიფიცირებული კულტურული მარშრუტების შეფასების სამწლიან ციკლს; ახალი პროექტების შემოწმებას და პარტნიორი ორგანიზაციების საქმიანობის კოორდინაციას;   ინსტიტუტი კოორდინაციას უწევს უნივერსიტეტების ქსელს და აარქივებს დოკუმენტურ მასალას პროგრამის შესახებ და ასევე ბიბლიოთეკას, სადაც ინახება წიგნები და შესაბამისი დოკუმენტაცია კულტურული მარშრუტების შესახებ.

დამატებითი რესურსი
 

აფხაზეთი აჭარა გურია იმერეთი კახეთი ქვემო ქართლი მცხეთა მთანეთი რაჭა ლეჩხუმი-ქვემო სვანეთი სამცხე-ჯავახეთი შიდა ქართლი სამეგრელო-ზემო სვანეთი თბილისი

საქართველოს კულტურული მარშრუტები

დაიწყო განაცხადების მიღება საქართველოს კულტურული მარშრუტების სერტიფიცირებისთვის