საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ENG ქარ РУС
"ალექსანდრე დიუმას კვალდაკვალ"

"ალექსანდრე დიუმას კვალდაკვალ"

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს კულტურული მარშრუტების სერტიფიცირება გაიარა მარშრუტმა „ალექსანდრე დიუმას კვალდაკვალ“. ეს მარშრუტი ხელმძღვანელობს დიუმას წიგნით „კავკასია“, რომელიც ცნობილმა მწერალმა ჩვენს რეგიონში მოგზაურობისას დაწერა. ის, ვინც დიუმას გზას გაჰყვება, მისი თვალით დაინახავს საქართველოს, გაეცნობა რა ადგილობრივ ტრადიციებს, წეს-ჩვეულებებს და კულტურულ მემკვიდრეობას. მარშრუტი ასევე გულისხმობს მეზობელ ქვეყნებთან თანამშრომლობას. ვიზიტორები სწორედ აზერბაიჯანიდან დაიწყებენ თავისი მოგზაურობის ათვლას და მხოლოდ შემდეგ, რაც ძველ ბაქოს, შემახასა და ნუხს დაათვალიერებენ, ეწვევიან საქართველოსაც. მარშრუტში საქართველოს ოთხი ისტორიული რეგიონი შედის თავისი კულტურულ-ისტორიული ძეგლებითა და გასტრონომიული და ღვინის ტურიზმით. მარშრუტს, რომელიც ევროპული პერსპექტივით დაანახვებს დამთვალიერებელს საქართველოს, დიდი პოტენციალი გააჩნია.



მარშრუტის მმართველი ორგანიზაცია: შ.პ.ს. გელი
მისამართი: ასათიანის ქ. 14, 0105, თბილისი
ელ. ფოსტა: baskulo@gmail.com

აფხაზეთი აჭარა გურია იმერეთი კახეთი ქვემო ქართლი მცხეთა მთანეთი რაჭა ლეჩხუმი-ქვემო სვანეთი სამცხე-ჯავახეთი შიდა ქართლი სამეგრელო-ზემო სვანეთი თბილისი

საქართველოს კულტურული მარშრუტები


საქართველოს კულტურული მარშრუტების განაცხადის ფორმა და სერტიფიცირების კრიტერიუმები.




small-app.png