საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ENG ქარ РУС
მივალ გურიაში მარა...

მივალ გურიაში მარა...

კულტურულ მარშრუტი ,,მივალ გურიაში მარა ანუ ევროპული გზა გურიაში“ ერთგვარად იმეორებს როგორც ქართველი მოგზაურების თედო სახოკიას, დიმიტრი ბაქრაძის, ასევე ევროპელი მოგზაურების ფლავიუს არეანეს, პიეტრო დელა ვალეს, ჟან ბატისტ ტავერნიეს, აუგუსტ ჰაქსტჰაუზენის, პრუსიის სამეფის პრინცის ალბრეხტ ჰოჰენცოლერნის, იტალელი მისიონერების კრისტოფორო კასტელის, ანტონიო ჯარდინას, ბერი კლაუდიოს, ლუდოვკე გრანჯერიოს და სეტეფან ვიოს  გზას გურიაში, რომელთა შესახებაც არაერთი საინტერესო ჩანაწერები ინახება. 

გურია ლაზიკის სამეფოს წიაღში ჩაისახა და მისი დაშლის შემდეგ რიონსა და ჭოროხს შორის ტერიტორია ერგო, მაგრამ მისი ტერიტორია ხან იზრდებოდა, ხან მცირდებოდა. გურიის გაძლიერება ძირითადად VII-VIII საუკუნეებს უკავშირდება. სწორედ VIII საუკუნიდან, ფეოდალურ ხანაში ეს მხარე ჩამოყალიბდა როგორც საქართველოს ერთ-ერთი საერისთავო, რომლის ერისთავები იყვნენ გურიელები.

აზიასა და ევროპას შორის უძველესი დროიდან დაწყებული ურთიერთობების კვალი რათქმაუნდა აისახება გურიაზეც. 
საუკუნეების მანძილზე გურიაში ხშირად იკვეთებოდა ევროპასთან აქტიური კავშირის კვალი, რასაც დეტალურად მიჰყვებით წარმოდგენილ მარშრუტში.


მარშრუტის მმართველი ორგანიზაცია: 
განათლებისა და თანასწორობის ცენტრი
მისამართი: გურამიშვილის 10.ა ქ. ოზურგეთი
ელ. ფოსტა: ganatlebiscentri7@gmail.com
 

აფხაზეთი აჭარა გურია იმერეთი კახეთი ქვემო ქართლი მცხეთა მთანეთი რაჭა ლეჩხუმი-ქვემო სვანეთი სამცხე-ჯავახეთი შიდა ქართლი სამეგრელო-ზემო სვანეთი თბილისი

საქართველოს კულტურული მარშრუტები


საქართველოს კულტურული მარშრუტების განაცხადის ფორმა და სერტიფიცირების კრიტერიუმები.
apps-geo.png
Android-(1).png ios.png