საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ENG ქარ РУС
ცამეტ სირიელ მამათა ნაკვალევზე

ცამეტ სირიელ მამათა ნაკვალევზე

ტურისტულ-პილიგრიმული და  შემეცნებით-კულტურული მნიშვნელობის მარშრუტი -  „ცამეტ სირიელ მამათა ნაკვალევზე“ -  მოიცავს საქართველოში მე-6 საუკუნეში სირიიდან ჩამოსული 13 ქრისტიანი ბერის მიერ დაარსებულ და მათ სამოღვაწეო მართლმადიდებლურ მონასტრებს. 

წმინდა მამათა ჩამოსვლის დროს, მე-6 საუკუნეში, საქართველო  ირანის მძლავრი ექსპანსიის ქვეშ იყო -  საფრთხის ქვეშ იდგა ქვეყანაც და მისი რელიგიაც, ამიტომ  ქრისტიანობის უძველესი კერიდან, სირიიდან, მოსულ მამათა მთავარი მიზანი საქართველოში მაცხოვრის რწმენის გაძლიერება და გავრცელება იყო. 

წმინდა მამებმა საფუძველი ჩაუყარეს ბერ-მონაზვნურ ცხოვრებას ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში, დღემდე შემოგვრჩა მათი  საფლავებიც.  მარშრუტის თითოეული ობიექტს მინიჭებული აქვს  საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული მნიშვნელობის ძეგლის სტატუსი. 

ამ ძეგლების ერთ მარშუტში მოქცევა მსოფლიო საქრისტიანოში სრულიად უნიკალურ, უმაღლესი კატეგორიის პილიგრიმულ ტურს  ქმნის, სადაც უძველესი ტაძრების გარდა,  წმინდანთა საფლავებზე მიახლებაც არის შესაძლებელი.  

მარშრუტის მმართველი ორგანიზაცია: გერმანული კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კავშირი სამხრეთ კავკასიაში 
მისამართი: ალექსანდრე იოსელიანის ქ. 11, თბილისი
ელ. ფოსტა: nestanart@yahoo.com

აფხაზეთი აჭარა გურია იმერეთი კახეთი ქვემო ქართლი მცხეთა მთანეთი რაჭა ლეჩხუმი-ქვემო სვანეთი სამცხე-ჯავახეთი შიდა ქართლი სამეგრელო-ზემო სვანეთი თბილისი

საქართველოს კულტურული მარშრუტები


საქართველოს კულტურული მარშრუტების განაცხადის ფორმა და სერტიფიცირების კრიტერიუმები.
apps-geo.png
Android-(1).png ios.png