საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ENG ქარ РУС
ჩაით დახატული საქართველო

ჩაით დახატული საქართველო

ჩაი უდიდესი კულტურისა და ტრადიციების მატარებელი პროდუქტია, რომლის მიმართაც ბევრ ქვეყანაში განსაკუთრებული გრძნობები და დამოკიდებულება აქვთ, მათ შორის  საქართველოშიც. მარშრუტი მოგვითხრობს საქართველოში ჩაის კულტურის ისტორიას.

ისტორიული წყაროების მიხედვით, საქართველოში ჩაი 1770 წელს გამოჩნდა, როდესაც ეკატერინე II-მ ერეკლე მეორეს სამოვარი და ჩაის ჭურჭელი აჩუქა. არსებობს ვარაუდი, რომ ჩაის პირველი ბუჩქი, რომელსაც მხოლოდ დეკორატიული დანიშნულება ჰქონდა, თავად გურიელის ეზოში დაირგო 1809 წელს.

სხვა ქვეყნების ჩაისთან შედარებით ქართული ჩაის უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ ის ტანინებს მცირე რაოდენობით შეიცავს, ამიტომაც აქვს ასეთი ნაზი და რბილი გემო. ჩაი ღვინის მსგავსად ტანინის მაღალი და დაბალი შემცველობის არსებობს. პირველი მწკლარტეა, მეორე - რბილი. სინაზის გამო ქართულ ჩაის ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავს. ჩვენი ჩაის პლანტაციები სხვა ქვეყნებთან შედარებით ჩრდილოეთით მდებარეობს, რაც მას განსხვავებულ თვისებებს ანიჭებს.

მარშრუტის მმართველი:
ფ.პ. ბესარიონ ზალიკიანი
Zalikiani09@gmail.com

აფხაზეთი აჭარა გურია იმერეთი კახეთი ქვემო ქართლი მცხეთა მთანეთი რაჭა ლეჩხუმი-ქვემო სვანეთი სამცხე-ჯავახეთი შიდა ქართლი სამეგრელო-ზემო სვანეთი თბილისი

საქართველოს კულტურული მარშრუტები


საქართველოს კულტურული მარშრუტების განაცხადის ფორმა და სერტიფიცირების კრიტერიუმები.
apps-geo.png
Android-(1).png ios.png