წმ. ანდრია პირველწოდებულის გზა
ტურისტულ-პილიგრიმული მარშრუტი, რომლის ძირითად თემას წარმოადგენს საექსკურსიო - სამომლოცველო მოგზაურობა. მარშრუტი ბერძნულ-ლათინურ ტექსტებში და „ქართლის ცხოვრებაში“ დაცული მასალების შესაბამისად, გვაცნობს წმინდა ანდრია პირველწოდებულის მიერ საქართველოში განვლილი გზას. ამ ეტაპზე მარშრუტი სატესტო რეჟიმშია და მოიცავს საქართველოს რამდენიმე რეგიონს (აჭარა, იმერეთი, სამცხე-ჯავახეთი).
შემდგომ ეტაპზე შესაძლებელია მარშრუტის გაფართოება შემდეგი მიმართულებით: სურამი, ხაშური, ულუმბო, მთიულეთი, სამაჩაბლო, ქუთაისი, სამეგრელო, სვანეთი, აფხაზეთი.
მარშრუტის მმართველი ორგანიზაცია:
ტურიზმის და მენეჯმენტის აკადემია
ქ.თბილისი,ბ. ქებურიას ქ.44ა
Regioni.ge@yahoo.com