საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ENG ქარ РУС
კულტურული მარშრუტები | საქართველოს კულტურული მარშრუტები | ებრაული მემკვიდრეობის ევროპული მარშრუტი საქართველოში
ებრაული მემკვიდრეობის ევროპული მარშრუტი საქართველოში

ებრაული მემკვიდრეობის ევროპული მარშრუტი საქართველოში

ებრაული დიასპორა საქართველოში ერთ-ერთი უძველესია. ის ებრაული ხალხის ეთნოლინგვისტური ჯგუფია.
 
ებრაელები ჩამოვიდნენ საქართველოში ნაბუქოდონოსორის მიერ ძვ.წ. 586 წელს  იერუსალიმის დარბევისა და პირველი ტაძრის დანგრევის  შემდეგ. 
ქართლელი, ლეჩხუმელი, რაჭველი და ახალციხელი ქართველი ებრაელების მეტყველება არაფრით განსხვავდებოდა ადგილობრივი ქართული დიალექტებისაგან  და მხოლოდ იმერეთში (ქუთაისი, საჩხერე, კულაში) ჩამოყალიბდა ქართულ-ებრაული ენა ყივრული, რომელიც შეიცავდა მცირე რაოდერობით ებრაულ და არამეულ ენობრივ წარმონაქმნებს.
 
ებრაული კულტურული მემკვიდრეობის მარშრუტი მოგვითხრობს საქართველოში მცხოვრები ებრაელების შესახებ, კერძოდ, მარშრუტი გადის 21 ქალაქსა და 43 პუნქტს, სადაც გამოვლენილია ებრაული კულტურული მემკვიდრეობა. მთელი ქვეყნის მასშტაბით ებრაულ კულტურულ მემკვიდრეობაში მოქცეულია სინაგოგები, ებრაული მემკვიდრეობის სტატუსის მქონდე ძეგლები, მუზეუმები, საფლავები და არქეოლოგიური ნიმუშები.

მარშრუტი გაივლის საქართველოს შემდეგ ქალაქებს: თბილისი, მცხეთა, ახალციხე, ბათუმი, ქუთაისი, ლაილაში, ლაგოდეხი, გორი, ქარელი, ხაშური, აწყური, ონი, საჩხერე, ვანი, კულაში, აბაშა, ბანძა, სენაკი, ფოთი, სოხუმი, ცხინვალი.


იხილეთ "ებრაული მემკვიდრეობის მარშრუტი საქართველოში" ისრაელის სახლის ვებ-გვერდზე.

 

აფხაზეთი აჭარა გურია იმერეთი კახეთი ქვემო ქართლი მცხეთა მთანეთი რაჭა ლეჩხუმი-ქვემო სვანეთი სამცხე-ჯავახეთი შიდა ქართლი სამეგრელო-ზემო სვანეთი თბილისი

საქართველოს კულტურული მარშრუტები

დაიწყო განაცხადების მიღება საქართველოს კულტურული მარშრუტების სერტიფიცირებისთვის