საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ENG ქარ РУС
კულტურული მარშრუტები | საქართველოს კულტურული მარშრუტები | ებრაული მემკვიდრეობის ევროპული მარშრუტი საქართველოში
ებრაული მემკვიდრეობის ევროპული მარშრუტი საქართველოში

ებრაული მემკვიდრეობის ევროპული მარშრუტი საქართველოში

ებრაელი ხალხი ევროპული ცივილიზაციის განუყოფელი ნაწილია. მათ ათასწლეულების მანძილზე, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ევროპული კულტურის განვითარებაში. ევროპის საბჭოს ებრაული მემკვიდრეობის კულტურული მარშრუტი, რომელიც 2004 წელს შეიქმნა, სწორედ ებრაელთა მიერ  ევროპაში განვლილ საინტერესო ისტორიას ასახავს. მარშრუტში გაწევრიანებულია 20 ქვეყანა: ავსტრია, აზერბაიჯანი, ბოსნია და ჰერცოგოვინა, ჩეხეთის რესპუბლიკა, საფრანგეთი, საქართველო, გერმანია, ირლანდია, იტალია, ლიეტუვის რესპუბლიკა, ნორვეგია, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, სლოვაკეთის რესპუბლიკა, სლოვენია, ესპანეთი, შვეიცარია, თურქეთი და დიდი ბრიტანეთი. საქართველო აღნიშნულ მარშრუტს 2-17 წელს შეუერთდა.
ებრაული დიასპორა საქართველოში ერთ-ერთი უძველესია. ის ებრაელი ხალხის ეთნო ლინგვისტური ჯგუფია. ებრაელები საქართველოში ჩამოვიდნენ  ნაბუქოდონოსორის მიერ ძვ.წ. 586 წელს იერუსალიმის დარბევისა და პირველი ტაძრის დანგრევის შემდეგ.
ქართლელი, ლეჩხუმელი, რაჭველი და ახალციხელი ქართველი ებრაელების მეტყველება არაფრით განსხვავდებოდა ადგილობრივი ქართული დიალექტებისაგან და მხოლოდ იმერეთში (ქუთაისი, საჩხერე, კულაში) ჩამოყალიბდა ქართულ-ებრაული ენა ყივრული, რომელიც შეიცავდა მცირე რაოდენობით ებრაულ
და არამეულ ენობრივ წარმონაქმნებს.
ებრაული კულტურული მემკვიდრეობის მარშრუტი მოგვითხრობ საქართველოში მცხოვრები ებრაელების შესახებ, კერძოდ, მარშრუტი გადის 21 ქალაქსა და 43 პუნქტს, სადაც გამოვლენილია ებრაული კულტურული მემკვიდრეობა. მთელი ქვეყნის მასშტაბით ებრაულ კულტურულ მემკვიდრეობაში მოქცეულია სინაგოგები, ებრაული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე ძეგლები, მუზეუმები, საფლავები და არქეოლოგიური ნიმუშები.
 
ებრაული კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და ხელშეწყობის ევროპული ასოციაციის წევრი საქართველოში: ისრაელის სახლი
 
მისამართი: თავისუფლების მოედანი 4, 0105, თბილისი
info@israelihouse.net


 


TBILISI-(1).jpgთბილისი



თბილისი საქართველოს დედაქალაქია, რომელიც დაარსდა V საუკუნეში ვახტანგ გორგასლის მიერ. იგი ქვეყნის უმსხვილესი ქალაქია, ზუსტად აქ ჩატარდა კავკასიის სიონისტთა პირველი კონგრესი. ქალაქს 1.5 მილიონზე მეტი მაცხოვრებელი ჰყავს, საიდანაც დაახლოებით 1500-მდე ებრაელია.


 



Great-Synagogue.jpgდიდი სინაგოგა

თბილისის დიდი სინაგოგა დედაქალაქის ისტორიულ უბანში მდებარეობს. მისი  მშენებლობა 1895-1903 წლებში მიმდინარეობდა და ის ახალციხიდან გადმოსახლებულმა ქართველმა ებრაელებმა ააშენეს. სინაგოგა ასევე ცნობილია, როგორც ახალციხელების სინაგოგა. დღეს თბილისის  დიდი სინაგოგა ტურისტული თვალსაზრისითაც ერთ-ერთი ქალაქის მნიშვნელოვანი ობიექტია. 

სინაგოგას ყოველდღიურად ათეულობით მნახველი ჰყავს. განსაკუთრებით აქტიურობენ ისრაელიდან ჩამოსული ტურისტები. სინაგოგას რეკონსტრუქცია ჩაუტარდა 2011-2012 წლებში. სინაგოგის დარბაზი გაფორმებულია მხატვრული ნამუშევრებით. .


 



Jewish-Heritage-Cultural-Routes-in-Georgia1.jpgთბილისის სინაგოგა




ძველი თბილისის ისტორიულ უბანში მდებარე თბილისის აშკენაზების სინაგოგა ცხინვალში მცხოვრები ებრაელების მიერ არის აგებული.  1910-იან წლებში. ის ცნობილი იყო “ბეით რახელი”-ს სახელით. სინაგოგა ამჯამად მოქმედია. აშკენაზ ებრაელთა სალოცავი (ბეით ქნესეთი) დიდი ხანი დანგრევის პირას იყო მისული. სინაგოგის აღსადგენად თანხები გაიღეს თბილისსა და მოსკოვში მცხოვრებმა ებრაელებმა. სარესტავრაციო სამუშაოები 2007 წელს განხორციელდა. 

 



Israeli-House.jpgისრაელის სახლი


არასამთავრობო ორგანიზაცია “ისრაელის სახლი” 2013 წელს დაარსდა  და მუშაობს სახალხო დიპლომატიის გზით სოლიდარობის მიღწევასა და ისრაელსა და მის მეგობარ სახელმწიფოებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაზე, მათ შორის არის საქართველო. ორგანიზაციის ერთ-ერთი მთავარი მიზანია წარმოადგინოს ებრაული კულტურული მემკვიდრეობა, როგორც ხიდი საქართველოს, ისრაელსა და მსოფლიო ებრაელობას შორის და ამასთანავე, უკვდავყოს ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნა.

ისრაელის სახლში რეგულარულად ტარდება ლექციები ისრაელთან, ებრაულ კულტურასა და მემკვიდრეობასთან დაკავშირებულ თემებზე. ასევე, ხდება შეხვედრების, გამოფენების, პრეზენტაციებისა და სემინარების ორგანიზება კულტურულ, ეკონომიკურ, ბიზნეს, ტექნოლოგიურ თუ პოლიტიკურ საკითხებზე. 

ორგანიზაციის საკონსულტაციო საბჭოში შედიან საერთაშორისო წარმომადგენლები: დიპლომატები, ბიზნესმენები, საერთაშორისო ორგანიზაციათა ხელმძღვანელები, აკადემიური პერსონალი და საზოგადო მოღვაწეები.

ისრაელის სახლის დაარსების ინიციატორია იციკ მოშე, საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის პრეზიდენტი და მსოფლიო ებრაული საგენტოს (სოხნუთი) პირველი ოფიციალური წარმომადგენლობის ხელმძღვანელი საბჭოთა კავშირში. ისრაელის სახლი არის ევროპული ალიანსის ისრაელისთვის (EAI) და ევროპის საბჭოსთან არსებული ებრაული კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და ხელშეწყობის ევროპული ასოციაციის (AEPJ) წევრი და საქართველოში ოფიციალურად წარმოადგენს ევროსაბჭოს მიერ სერტიფიცირებულ ებრაული  კულტურული მემკვიდრეობის ევროპულ მარშრუტს. 



 



Georgian-National-Museum.jpgსაქართველოს ეროვნული მუზეუმი


საქართველოს ეროვნული მუზეუმი 2004 წელს დაარსდა და ის დღეს ყველაზე დიდი სამუზეუმო გაერთიანებაა საქართველოში. მის შემადგენლობაშია: 12 მუზეუმი, ეროვნული გალერეა, 4 სახლ-მუზეუმი და 2 სამეცნიერო კვლევითი ცენტრი.

ეროვნულ მუზეუმში თავმოყრილია მრავალი კოლექცია: ევრაზიაში აღმოჩენილი უძველესი ადამიანის ნაშთები, უნიკალური არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული ნივთები, ბუნების ისტორიის ამსახველი მასალა, ქრისტიანული კულტურის მდიდარი მემკვიდრეობა – ჭედური და ფერწერული ხატები, ჯვრები, ნაქარგობა, ტიხრული მინანქარი; პირველხარისხოვანი აღმოსავლური ძეგლები, ნუმიზმატიკის მდიდარი კოლექცია, ოქროსა და ვერცხლის ნატიფი სამკაულები ანტიკური კოლხეთიდან, სხვადასხვა დროის ქართველი და ევროპელი მხატვრების შესანიშნავი ნამუშევრები.

 



Georgian-National-Centre-of-Manuscripts.jpgხელნაწერთა ეროვნული ცენტრი

კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი 1958 წელს დააარსდა და დღეს ქვეყნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სამეცნიერო ინსტიტუციაა. ცენტრის ორი უმთავრესი მიმართულებაა ხელნაწერების დაცვა-აღრიცხვა და მათი მეცნიერული კვლევა. 

ინსტიტუციაში დაცულია X საუკუნის უნიკალური ებრაულენოვანი ლაილაშის (ხუთწიგნეული) ბიბლია, რომელიც ნაპოვნი იქნა ლეჩხუმის ებრაელებით დასახლებულ სოფელ ლაილაშში. ლაილაშის ბიბლია წარმოადგენს თორას ხელნაწერ ვერსიას, რომელსაც ახლავს კომენტარები და ფერადი გეომეტრიული დეკორატიული ფიგურები. ებრაული ხელნაწერი დაწერილია პერგამენტზე.

 



Jewish-Heritage-Cultural-Routes-n-Georgia.jpgდავით ბააზოვის სახელობის საქართველოს ებრაელთა და ქართულ - ებრაულ ურთიერთობათა ისტორიის მუზეუმი


საქართველოს ებრაელთა ისტორიულ-ეთნოგრაფიული სახელმწიფო მუზეუმი” დაარსდა 1933 წელს. მუზეუმი მდებარეობს თბილისში, ანტონ კათალიკოსის  ქუჩაზე. მუზეუმში დაცულია მრავალი ექსპონატი და რარიტეტი, მათ შორის არქეოლოგიური, ეთნოგრაფიული, ისტორიული, ეპიგრაფიკული, ხელნაწერი, ნაბეჭდი, მხატვრული, არქივები და ფოტო-სურათები. მუზეუმის მიერ გამოცემულია ებრაისტიკა ქართველოლოგიისათვის მნიშვნელოვანი სამეცნიერო `შრომების 9 ტომი. Მის მიერ ჩატარებულია ექსპედიციები საქართველოს სხვადასხვა მხარეში, გამოფენები, საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციები მიძღვნილი საქართველოს ებრაელთა, ქართულ-ებრაულ და საქართველო-პალესტინის ურთიერთობათა ისტორიის საკითხებისადმი.


 



Jewish-Heritage-Cultural-Routes-in-Georgia.jpgდამპალოს სასაფლაო


დღეს თბილისელი ებრაელები მათ ნათესავებს კრძალავენ ე.წ დამპალოს სასაფლაოზე.  დამპალოს სასაფლაო მდებარეობს ვარკეთილში და შენარჩუნებულია ქალაქისა და თბილისის ებრაული საზოგადოების წევრების მიერ. 









 



Archeological-Museum-of-Mtskheta.jpgმცხეთის არქეოლოგიური მუზეუმი



მცხეთის არქეოლოგიურ მუზეუმში ინახება მცხეთის არქეოლოგიური გათხრების დროს მოპოვებული ორენოვანი ეპიტაფია-არმაზის ბილინგვა, რომლის ერთი ტექსტი ბერძნულად არის ნაწერი, მეორე არამეულად - არამეული წარმოშობის არმაზული ასოებით.





 



AKHALTSIKHE.jpgახალციხე









ახალციხე სამცხე-ჯავახეთის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში განთავსებული პატარა ქალაქია, რომელსაც ახალციხეში მცხოვრებ ებრაელთა უძველესი ისტორია აქვს. აქ მდებარეობს 2 სინაგოგა და ებრაული სასაფლაო.

 



Akhaltsikhe-Active-Synagogue.jpgახალციხის სინაგოგა


ახალციხის სინაგოგა, რომელიც აშენებულია 1905 წელს, მდებარეობს გურამიშვილის ქუჩაზე, 109 ნომერში. შედგება ორი დარბაზისაგან, ზედა სართული, რომელიც ქალებისთვისაა განკუთვნილი გეომეტრიული მოტივებითაა შექმნილი, ხოლო ქვედა დარბაზი კაცებისთვისაა განკუთვნილი, რომლებიც ყოველდღიურად ლოცულობენ. აქ მყოფი საზოგადოება შედგებოდა ქართველი ებრაელებისგან. სინაგოგა აშენებულია ნეოკლასიკურ სტილში და გამოყენებულია ქვის მასალა. სალოცავი ახლა უმოქმედოა, დაიხურა 1952 წელს. წარსულში აქ კინოჩვენებები იმართებოდა, წლების წინ შენობაში ბიბლიოთეკა, კულტურის სახლი, საბილიარდო და კრივის დარბაზი ფუნქციონირებდა. 


 



Akhaltsikhe-Synagogue.jpgახალციხის დიდი სინაგოგა


ახალციხის დიდი სინაგოგა 1863 წელს აიგო. მდბარეობს ახალციხეში, გურამიშვილის 96-ში. სინაგოგას სარესტავრაციო სამუშაოები ჩაუტარდა 2012 წელს.  Სინაგოგა აშენებულია ნეოკლასიკურ სტილში და გამოყენებულია ქვის მასალა. 

დღესდღეობით სინაგოგა ებრაული დასახლების ნაწილია. ნაწილობრივ გამოიყენებოდა როგორც მუზეუმი, სადაც რაბინების რამდენიმე თაობათა სურათები იყო წარმოდგენილი. სინაგოგა ტურისტებისთვის ღიაა ზაფხულში, უმეტესწილად სტუმრობენ ტურისტები ისრაელიდან.  


 



graveyard-in-akhaltsikhe.jpgახალციხის ებრაელთა სასაფლაო



ახალციხე მულტინაციონალური ქალაქია სამხრეთ საქართველოში. აქ შემონახულია ძველი ებრაული სასაფლაო. დღესდღეობით ქალაქში პრაქტიკულად არცერთი ებრაელი არ დარჩა. ებრაელტა სასაფლაო შემოსაზღვრული და დაცულია მაღალი ქვის გალავნით. ახალციხის სასაფლაოზე ნაწილი სამარხები მე-17 საუკუნით თარიღდება. 





 



BATUMI.jpgბათუმი







ბათუმი საქართველოში სიდიდით მეორე ქალაქია. ებრაელები აქ 1878 წელს დასახლდნენ. 1897 წლისთვის ბათუმში ცხოვრობდა 1,179 ებრაელი. ებრაული მოსახლეობა 1923 წელს 3,700 (მთლიანი მოსახლეობის 6.1%) და 1939 წელს 1,778 (მთლიანი მოსახლეობის 2,54%) წარმოადგენდა.


 



Batumi-Synagogue.jpgბათუმის სინაგოგა

XX საუკუნის დასაწყისში რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ II-ს ნებართვით დაიწყო აშკენაზების ქვიანი სინაგოგის მშენებლობა, რომელიც არქიტექტორ სემიონ ვულკოვიჩის ხელმძღვანელობით 1904 წელს იქნა დასრულებული. ის ამსტერდამისა და ჰააგის სინაგოგების ანალოგს წარმოადგენს. საბჭოთა პერიოდში შენობა სხვადასხვა დანიშნულებით გამოიყენებოდა. 1993 წელს სინაგოგა კვლავ ებრაულ დიასპორას გადაეცა. ბათუმში ებრაელები, ძირითადად, რუსეთ-თურქეთის 1877-1878 წლების ომის შემდეგ გამოჩნდნენ. ამჟამად იქ 70-მდე მკვიდრი ებრაელი ცხოვრობს. სინაგოგაში ებრაელები ძირითადად შაბათს და დღესასწაულებზე დადიან. ასევე ხშირად აკითხავენ ბათუმის სინაგოგას ის ტურისტული ჯგუფები, რომლებიც ისრაელიდან ჩამოდიან.
 



Batumi-Old-Synagogue.jpgბათუმის ძველი სინაგოგა


XIX-XX საუკუნის მიჯნაზე აშენებული სინაგოგა რამდენიმე წელია უკვე მიტოვებულია და დანგრევის პირასაა. შენობა ბათუმში, 9 მარტის ქუჩაზე მდებარეობს, ის 2015 წელს ჩამოინგრა, იმავე წელს შენობას სახელმწიფომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიანიჭა. 







 



Jewish-Heritage-Cultural-Routes-in-Georgia-(1).jpgბათუმის ებრაელთა სასაფლაო



ბათუმის ებრაული სასაფლაო ე. წ. ბეენზეს უბანში მდებარეობს, ქართული სასაფლაოს გვერდით. ის დაახლოებით საუკუნენახევრისაა და ახლაც მოქმედია. 









 



KUTAISI.jpgქუთაისი


ქუთაისი საქართველოს საპარლამენტო ქალაქი და მოსახლეობის სიდიდით მესამე ქალაქია. ებრაელები ქალაქის ჩრდილო-აღმოსავლეთით, მდინარე რიონის მარცხენა სანაპიროსთან ცხოვრობდნენ, დროთა განმავლობაში ებრაელეთა უმეტესმა ნაწილმა დატოვა ქალაქი, ამიტომ ახლა იშვიათად თუ გაიგებთ ქართელი ებრაელებისათვის დამახასიათებელ ტერმინოლოგიებს, მაგრამ მათ შესახებ ამ ადგილას მცხოვრები ქართველებისაგანაა შესაძლებელია ბევრი რამის გაგება.


 



Synagogue-Mtsvanekvavila-Street.jpgქუთაისის დიდი სინაგოგა

სინაგოგა მდებარეობს ქუთაისში, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი ქალაქია და მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით საქართველოში მესამე ქალაქია. სინაგოგა აშენდა 1886 წელს და დღესდღეობით ის მოქმედი და კარგ მდგომარეობაშია. სინაგოგის საზოგადოება შედგება ქართველი ებრაელებისგან. მდებარეობს ბორის გაპონოვის 8 ნომერში. სინაგოგა აშენებულია ნეო-რომანესკულ სტილში, მშენებლობისათვის გამოყენებულია ქვის მასალა  და ინტერიერში გაფორმებულია ნახატებით. 


 



Jewish-Heritage-Cultural-Routes-in-Georgia1-(1).jpgქუთაისის მეორე სინაგოგა



ქუთაისის მეორე სინაგოგა 1912 წლით თარიღდება, გარშემორტყმულია დამხმარე ნაგებობებით. აქ ისწავლებოდა ივრითი, ატარებდნენ სხვადასხვაგვარ იუდეურ რიტუალს. აქვე იყო საცხობი, სადაც ცხვებოდა „მაცა“. ქუთაისელმა ებრაელებმა დიდი წვლილი შეიტანეს ქალაქის განვითარებაში. დღესდღეობით სინაგოგა არ არის მოქმედი, თუმცა კარგ მდგომარეობაშია. სინაგოგის საზოგადოება შედგება ქართველი ებრაელებისგან. 




 



Jewish-Heritage-Cultural-Routes-in-Georgia1-(1).jpgმწვანეყვავილას ქუჩის სინაგოგა

სინაგოგა მდებარეობს ქუთაისში, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი ქალაქია და მოსახელობის მიხედვით საქართველოში მესამე ქალაქია. სინაგოგა აშენდა მე -19 საუკუნის შუა ხანებში და დღესდღეობით ის არ არისმოქმედი, თუმცა კარგ მდგომარეობაშია. სინაგოგის საზოგადოება შედგება ქართველი ებრაელებისგან. სინაგოგა მდებარეობს ბორის გაპონოვის ქუჩაზე 57-59 ნომერში. სინაგოგა აშენებულია ნეო-რომანესკულ სტილში, ხოლო მისი მშენებლობისთვის გამოყენებულია ქვის მასალა, ასევე ინტერიერში არის ნახატების დეკორაციები. 




 




LAILASHI.jpgლაილაში








ლაილაში რაჭა-ლეჩხუმსა და სვანეთში არსებული სოფელია. იგი ცნობილია ებრაელთა უძველესი ისტორიით. აქ მცხოვრები 1,200-ზე მეტი ებრაელის შესახებ ინფორმაციას მეოცე საუკუნის ისტორიული ცნობები გვაწვდის.

 





Lailashi-Synagogue.jpgლაილაშის სინაგოგა






ლაილაშის სინაგოგა 1860 წელს აიგო და 1970 წლამდე ფუნქციონირებდა. მშნებლობისთვის გამოყენებულია ქვის მასალა.  რეგიონულ სინაგოგში  ლაილაშის მე-10 საუკუნის ებრაულენოვანი ბიბლია ინახებოდა. დღესდღეობით სინაგოგა მიტოვებულია.

 





l.jpgლაილაშის ებრაელთა სასაფლაო


ლაილაშში ორი  ებრაეული სასაფლაო იყო, მაგრამ ამჟამად მხოლოდ ერთია შემორჩენილი. 100 წლოვანი სასაფლაო სოფელ ღუ-სა და სოფელ ლაილაშის გზებს შორის მდებარეობს. ამჟამად  სასაფლაო შემოღობილი არ არის, მაგრამ მოვლილია, საფლავის ქვებზე იკითხება ებრაული წარწერები. სასაფლაო 1975 წლის შემდეგ მოქმედი არ არის, თუმცა 80-იანი წლებში მოხდა რამდენიმე ცხედარის ქუთაისიდან გადმოსვენება.




 





la.jpgლაგოდეხი









ლაგოდეხი მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოში, ქართული ღვინის მხარეში. ლაგოდეხი ცნობილია თავისი ბუნებრივი სილამაზითა და ლაგოდეხის ნაკრძალით. აქ მდებარეობს ებრაული სასაფლაო.

 





Jewish-Heritage-Cultural-Routes-in-Georgia-(1).jpgჭიათურის ებრაელთა სასაფლაო















 





GORI.jpgგორი
 





გორი შიდა ქართლის ადმინისტრაციული ცენტრია, რომელსაც იქ მცხოვრებ ებრაელთა უძველესი ისტორია აქვს, აქ მდებარეობს ერთ-ერთი უდიდესი სინაგოგა და ებრაელთა სასაფლაო.


 





Gori-Synagogue.jpgგორის სინაგოგა



ებრაელები გორში საუკენეების მანძილზე ცხოვრობდნენ. საქართველოში არსებულ ებრაელთა სალოცავებს შორის გამორჩეულია გორის სინაგოგა, რომელიც 1936 წელს გაიხსნა. მისი მშენებლობისთვის გამოყენებულია აგურის მასალა. სინაგოგა მდებარეობს კასტელის ქ. 25-ში.







 





Jewish-Heritage-Cultural-Routes-in-Georgia-(1).jpgგორის ებრაელთა სასაფლაო 


გორის ებრაული სასფლაო მდებარეობს კვერნაკის ქედზე, საერთო სასაფლაოზე, სადაც გარკვეული ნაწილი ებრაელთა საფლავებს უკავია. მე-20 საუკუნის ბოლოდან, ალიის შემდეგ, სასაფლაო ფაქტობრივად მოქმედი არ არის, მაგრამ მოვლილია. საფლავებზე იკითხება ებრაული წარწერები. ისრაელიდან ხშირად ჩამოდიან ებრაელები წინაპრების საფლავების მოსანახულებლად.





 





KARELI.jpgქარელი









ქალაქი ქარელი მდებარეობს შიდა ქართლის ტერიტორიაზე, სადაც მდებარეობს ებრაელთა სასაფლაო და ქარელის სინაგოგა, რომელიც აშენდა XIX საუკუნეში.

 





Jewish-Heritage-Cultural-Routes-in-Georgia1-(1).jpgქარელის სინაგოგა


 



ქარელის სინაგოგა აშნებულია XIX საუკუნეში. სინაგოგას რეკოსნტრუქცია ჩაუტარდა 1990 წელს. Მშნებლობისთვის გამოყენებულია აგურის მასალა. დღესდღეობით სინაგოგა არ არის მოქმედი. 



 





Jewish-Heritage-Cultural-Routes-in-Georgia-(1).jpg

 ქარელის ებრაელთა სასაფლაო


ქარელის სასაფლაო 19-ე საუკუნით თარიღდება. სასაფლაო მე-20 საუკუნის მეორე ნახევრამდე, ალიის დაწყებამდე მოქმედებდა. დღესდღეობით სასაფლაო მიტოვებულია. 










 


KHASHURI.jpg

ხაშური





ხაშურის რაიონი მდებარეობს საქართველოს ცენტრალურ ნაწილში, რომელიც საქართველოში მე-9 უმსხვილესი დასახლებაა. აქ მდებარეობს დაბა სურამი, რომლის ე.წ. ებრაულ გარეუბანში და ებრაული სასაფლაო.




 





Surami-Synagogue.jpgსურამის სინაგოგა



სურამის სინაგოგა მდებარეობს სურამში. მისი აშენების თარიღი უცნობია








 





surami-jewish-graveyard.jpgსურამის ებრაელთა სასაფლაო



სურამის სასაფლაო ძველია და სურამის ციხის მოპირდაპირე მხარეს, გრიგოლ სურამელის ქუჩაზე მდებარეობს. სასაფლაო ამჟამად მოქმედია, შემოღობილია და საფლავის ქვებზე წარწერები ნაწილობრივ იკითხება. სასაფლაოს უვლის ადგილობრივი მოსახლეობა, მათ შორის ებრაული დიასპორა. ისრაელში რეპატრირებული ქართველი ებრაელები წინაპრების საფლავების მოვლას აფინანსებენ.  



 






ATSKURI.jpg

აწყური










აწყური სამცხე-ჯვახეთში მდებარე სოფელია, სადაც შემორჩენილია ებრაული სინაგოგის ფრაგმენტები.



 






Jewish-Heritage-Cultural-Routes-in-Georgia-(1).jpgაწყურის ებრაულთა სასაფლაო


აწყურში  შემორჩენილია ებრაული სასაფლაო, რომელიც მდ. მტკვრის ნაპირთან მდებარეობს, რომელიც 1957 წელს ახალციხელმა ებრაელებმა შემოღობეს. სასაფლაო მოქმედი აღარ არის, მაგრამ მოვლილია. (უვლის ერთ-ერთი ქართველი ებრაელი) წინაპრების საფლავის მოსანახულებლად იშვიათად ჩამოდიან ისრაელიდან.






 






ONI.jpgონი







ქალაქი ონი მდებარეობს რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში. ძველ დროში უამრავი ებრაელი ოჯახი ცხოვრობდა. პოსტსაბჭოთა მიგრაციის მიუხედავად, ონი კვლავაც ინარჩუნებს მცირე რაოდენობით ებრაულ ოჯახებს - ერთ დროს ძლიერი და დიდი ისტორიული ებრაული საზოგადოების ნარჩენებით.
 






Oni-Synagogue.jpgონის სინაგოგა



სინაგოგა ააიგო 1895 წელს და სიდიდით საქართველოში მესამეა თბილისის დიდი სინაგოგისა და ქუთაისის სინაგოგის შემდეგ. მდებარეობს ონში, ვახტანგ VI-ის ქუჩაზე. ეს არის უძველესი სინაგოგა საქართველოში, მაგრამ დღესდღეობით არ არის მოქმედი. სინაგოგას რესტავრაცია ჩაუტარდა 1990 წელს. ის აშენებულია ნეო-მოურიულ სტილში, მშნებლობისთვის გამოყენებულია ქვის მასალა. ონის სინაგოგა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლია. 


 






Jewish-Graveyard-in-onii.jpgონის ებრაელთა სასაფლაო



ონში ორი ებრაული სასაფლაოა, ერთ-ერთი სასაფლაო ბააზოვის ქუჩაზე მდებარეობს და საინტერესო ისტორიულ წყაროებს ინახავს ონში მცხოვრები ებრაელების ისტორიის შესწავლისთვის. 







 





SACHKHERE.jpgსაჩხერე









საჩხერე დასავლეთ საქართველოში, საჩხერის მუნიციპალიტეტის ცენტრში მდებარეობს. აქ არის სინაგოგა, რომელიც აღარ არის მოქმედი და ებრაული სასაფლაო.

 






Sachkhere-Synagogue.jpgსაჩხერის სინაგოგა




საჩხერის სინაგოგა აშენებულია XIX საუკუნეში, ხოლო ფუნქციონირება შეწყვიტა 1990 წელს. სინაგოგა მდებარეობს სოვეცკაიას ქ. 167-ში. მშენებლობისთვის გამოყენებულია ქვის მასალა, უძველესი სინაგოგა ამჟამად დანგრეული და მიტოვებულია. 
 


 






Jewish-Graveyard-in-Sachkhere.jpgსაჩხერის ებრაელთა სასაფლაო


საჩხერეში ებრაელთა სამი სასაფლაოა, ორი შედარებით ძველია, ერთი კი რაიონიდან ებრაელთა რეპატრიაციამდე (XX საუკუნის 90-იანი წლები) მოქმედი იყო. გადმოცემით, დასავლეთ საქართველოს ამ რაიონში ებრაელები ქართლიდან გვიან შუა საუკუნეებში გადასახლდნენ. დღემდე შემორჩენილია რამდენიმე უბანი, რომელსაც „ურიათა უბანი“ ჰქვია. 
უძველესი სასაფლაო სოფელ ზედა სხვიტორის, თოდაძის ციხესთან გზაზე მდებარეობს. ის სავარაუდოდ 19-ე საუკუნეში გაიხსნა. შემორჩენილია საფლავის ქვები ებრაული წარწერებით. სასაფლაო ამჟამად დახურულია და მეტნაკლებად მოვლილიც.
მეორე, შედარებით ახალი სასაფლაო საკუთრივ ქალაქ საჩხრეშია, ისლარის უბანში, სტალინის ქუჩის მიმდებარედ. ის შემოღობილია და მოვლილი. სასაფლაო გასული საუკუნის 90-იან წლებამდე,  ებრაელთა ისრაელში გადასახლებამდე მოქმედი იყო. წინაპრების საფლავების მოსანახულებლად ხშირად ჩამოდიან ისრაელიდან.
რაიონში მესამე, პატარა ებრაული სასაფლაო თოდაძის ციხის ფერდობზე მდებარეობს. თავის დროზე მეწყერული მოვლენების გამო სასაფლაო დაიხურა. ის ამჟამად შემოღობილია. საფლავის ქვებზე ჩანს ებრაული წარწერები.

 






VANI.jpgვანი









ვანი დასავლეთ საქართველოში, იმერეთის რეგიონში მდებარეობს. აქ შეგიძლიათ იხილოთ XIX საუკუნეში აშენებული სინაგოგა და ებრაული სასაფლაო.


 






Vani-Synagogue.jpgვანის სინაგოგა





ვანის სინაგოგა იმერეთის მხარეში, ვანის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. მე-19 საუკუნეში აგებული შენობა ინტერიერითა და გამორჩეული არქიტექტურით იმერეთის სინაგოგების საუკეთესო სამეულში შედის.სინაგოგას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული.


 






Jewish-Graveyard-in-Vani.jpgვანის ებრაელთა სასაფლაო




ვანის სასაფლაო 19-ე საუკუნეში ამოქმედდა და მდებარეობს ოთარ ლორთქიფანიძის ქუჩაზე. სასაფლაო მოვლილია და ებრაული წარწერების გარჩევაც შესაძლებელია. სასაფლაო ამჟამად მოქმედი არ არის. ისრაელიდან ებრაელები ხშირად ჩადიან ვანში წინაპრების საფლავების მოსანახულებლად.




 






KULASHI.jpgკულაში






კულაში დაბაა, რომელიც მდებარეობს იმერეთში. კულაში ითვლებოდა ქართველი ებრაელების ერთ-ერთი ყველაზე დიდი თემის სახლად, რომელთა რაოდენობაც საგრძნობლად შემცირდა მათი ისრაელში დაბრუნების შედეგად.



 






Kulashi-Old-Assembly-Building.jpgკულაშის სინაგოგა




კულაშის უძველესი ხის სინაგოგა დაახლოებით 200 წლისაა (XVIII ს). რამდენიმე წლის წინ ჩაუტარდა სარესტავრაციო სამუშაოები. აღდგენილი სინაგოგის მომაჯადოვებელი ორნამენტებისა და მოხატულობის ნახვა ნებისმიერ დამთვალიერებელს შეუძლია. სინაგოგას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს. 



 






Kulashi-Second-Synagogue.jpgკულაშის მეორე სინაგოგა



კულაშის პატარა სინაგოგა ებრაელ მორწმუნეებს ვეღარ იტევდა და სწორედ ამიტომ, 1902 წელს აიგო დიდი სინაგოგა. მშენებლობისთვის გამოყენებულია ხის მასალა. კულაშის ყველა ებრაულ კვარტალს ადრე მისი სინაგოგა ჰქონდა.




 






Jewish-Graveyard-in-Kulashi.jpgკულაშის ებრაული სასაფლაო


ებრაული სალოცავების მოპირდაპირე მხარეს მდებარეობს კულაშის ებრაული სასაფლაო. საბჭოთა დროინდელი, 70 და 80-იანი წლების ებრაული საფლავის ქვები შესრულების ფორმითა და სტილით თითქოს იმეორებს ქართული საფლავების ტრადიციას. წარწერები საფლავებზე უმეტესწილად ებრაულად და ქართულად არის შესრულებული.იშვიათად შეხვდებით მხოლოდ ქართულ ან ებრაულ ტექსტებს. დროთა განმავლობაში იცვლებოდა მაცევების ფორმა, ყველაზე ძველი მაცევები ქვის უბრალო ლოდები იყო. საფლავების უფრო ახალი იერსახე კი მეტი კომპლექსურობით გამოირჩევა.

 





abasha.jpgაბაშა 







ქალაქი აბაშა დასავლეთ საქართველოში მდებარეობს. აქ შეგიძლიათ იხილოთ აბაშის სინაგოგა, რომელიც XIX საუკუნეში აშენდა და ასევე სუჯუნას ებრაული სასაფლაო.



 






Abasha-Synagogue.jpgაბაშის (სუჯუნას) სინაგოგა





სუჯუნას სინაგოგა  მე-19 საუკუნის შუა წლებში, დავით დადიანის მმართველობის ხანაში აიგო. მდინარე რიონის სიახლოვის გამო, სუჯუნა ებრაელი, ლაზი და თურქი ვაჭრებისათვის მეტად მიმზიდველი და ხელსაყრელი ადგილი იყო.


 






Jewish-Heritage-Cultural-Routes-in-Georgia-(1).jpgსუჯუნას ებრაული სასაფლაო



სუჯუნაში ორი ებრაული სასაფლაოა, რომლებიც გვერდიგვერდ ივლიკო ეფრემაშვილის ქუჩაზე მდებარეობს. ერთ-ერთ სასაფლაოზე დაკრძალულია უკანასკნელი  სუჯუნელი ებრაელი სურე სუბელაშვილი. ორივე სასაფლაოს ჰყავს მომვლელი.სასაფლაოს ხშირად სტუმრობენ გარდაცვლილების ნათესავები ისრაელიდან.





 






BANDZA.jpgბანძა



ბანძა სოფელია, რომელიც მდებარეობს საქართველოს დასავლეთ ნაწილში. XVIII ს-ის მეორე ნახევარში ებრაელმა ხალხმა დაიწყო საქართველოს დასავლეთ ნაწილში დასახლება. XX საუკუნის დასაწყისში კი ბანძის ებრაულ უბანში აშენდა სინაგოგა. ასევე არსებობს ებრაული სასაფლაო სინაგოგის მახლობლად. სინაგოგა დღეს არ არის მოქმედი, მაგრამ ბევრი ებრაელი ხალხი სტუმრობს მას.


 





Bandza-Synagogue.jpg

ბანძის სინაგოგა

სამეგრელოს რეგიონის სოფელ ბანზაში ქართველი ებრაელები მე-18 საუკუნიდან 1970-იან წლებამდე ცხოვრობდნენ. ბანძის სინაგოგა მე -20 საუკუნეში აიგო. დღესდღეობით სინაგოგა არ  ფუნქციონირებს და მას კულტურული მემკვიდრეობის ისტორიული ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული. ბანძის ებრაული თემის უმეტესი ნაწილი ისრაელში გადასახლდნენ ემიგრაციაში. 

 სინაგოგა აგებულია ნეო- რომანესკულ სტილში, ხოლო მშენებლობისთვის გამოყენებულია ქვის მასალა. რეგიონალური მნიშვნელობის სინაგოგის მდგომარეობა არასახარბიელოა.
 





Jewish-Graveyard-in-Bandza.jpgბანძას ებრაული სასაფლაო



ბანძის სასაფლაო დაახლოებით 18-ე საუკუნეში გაიხსნა. ამჟამად ის მოქმედი არ არის, მაგრამ  მოვლილი და შემოღობილია. უვლის ადგილობრივი მაცხოვრებელი. ისრაელიდან  წინაპრების საფლავების მოსანახულებლად პერიოდულად ჩამოდიან საქართველოდან წასული ებრაელთა შთამომავლები. 





 





SENAKI.jpgსენაკი









ქალაქი სენაკი მდებარეობს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, დასავლეთ საქართველოში, სადაც შეგიძლიათ იხილოთ 1969 წელს აშენებული სინაგოგა და ებრაული სასაფლაო.
 






Senaki-Synagogue.jpgსენაკის სინაგოგა 



სენაკის სინაგოგა აშენდა XIX საუკუნის ბოლოს და მოქმედებდა 1990-იან წლებამდე. სინაგოგა განახლდა 2014 წელს, ფონდი "ქართუს"  ხელმძღვანელობით, რომელსაც აფინანსებს მეცენატი ბიძინა ივანიშვილი. სინაგოგა მდებარეობს მშვიდობის გამზირზე.

მშენებლობისთვის გამოყენებულია აგურის მალასა. სინაგოგის საზოგადოება შედგებოდა 3000 ქართველი ებრაელისგან და მას რეგიონალური მნიშვნელობა აქვს.


 






Jewish-Heritage-Cultural-Routes-in-Georgia-(1).jpgსენაკის ებრაულის სასაფლაო 




სენაკის ებრაული სასაფლაო სოფელ მენჯში მდებარეობს. სასაფლაო მოვლილი და შემოღობილია.  ზოგიერთ საფლავზე ებრაული წარწერები აღარ იკითხება. სასაფლაოს მეთვალყურეობს იოსებ მიხელაშვილის ოჯახი. ებრაულ და ქრისტიანულ სასაფლაოს  მხოლოდ ერთი ღობე ყოფს. წინაპრების საფლავების მოსანახულებლად ხშირად ჩამოდიან ისრაელიდან. 



 





POTI.jpgფოთი








ფოთი არის საპორტო ქალაქი საქართველოში, რომელიც მდებარეობს შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში. ქალაქში თქვენ შეგიძლიათ იხილოთ 1903 წელს აშენებული სინაგოგა, რომელიც ამჟამად არ არის მოქმედი.

 






Poti-Synagogue.jpgფოთის სინაგოგა




ფოთის სინაგოგა აიგო XX საუკუნის დასაწყისში და მოქმედი იყო 1990-იან წლებამდე. სინაგოგა განახლდა 2014 წელს,  ბიძინა ივანიშვილის ფონდის ხელმძღვანელობით.  დღესდღეობით სინაგოგა კარგ მდგომარეობაშია და არ არის მოქმედი. სინაგოგა მდებარეობს იერუსალიმის ქუჩაზე. მისი მშენებლობისათვის გამოყენებულია აგურის მასალა. 


 






Sokhumi.jpgსოხუმი


სოხუმი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დედაქალაქია. ეს რეგიონი ამჟამად რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. 1897 წლის აღწერის თანახმად, სოხუმში ბევრი აშკენაზი ებრაელი ცხოვრობდა. XX საუკუნის პირველი ათწლეულის განმავლობაში აქ აშენდა სინაგოგა. საბჭოთა პერიოდში აფხაზეთში ებრაული მოსახლეობის რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზარდა. 1926 წლის აღწერის მიხედვით, აფხაზეთში დაახლოებით 1,100 ებრაელი ცხოვრობდა, რომელთა უმრავლესობაც აშკენაზი ან ქართველი ებრაელი იყო.  


 






ABKHAZIA-SYNAGOGUE.jpgაფხაზეთის სინაგოგა


აფხაზეთის (საქართველო)  სინაგოგა აშენდა მე-20 საუკუნის დასაწყისში. 2009 წლის მონაცემებით დაახლოეებით 150 ებრაელია აფხაზეთში და თითქმის ყველა აშკენაზია.უმეტესობა ხანდაზმულია. აფხაზეთის სინაგოგას ადგილობრივი ებრაელობა უვლის. სინაგოგის მშენებლობისთვის გამოყენებულია აგურის მასალა, ინტერიერიც და ექსტერიერიც გაფორმებულია ნახატებით. 





 






l6pYGhwlyPk.jpgცხინვალი


ცხინვალი საქართველოს ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის
დედაქალაქია. ამჟამად ეს რეგიონი რუსეთის მიერაა ოკუპირებული და რუსეთის მიერვე აღიარებულია
დამოუკიდებელ რესპუბლიკად.
ცხინვალი ცნობილი იყო ქართველ ებრაელთა დიდი თემით, სადაც მათ საკუთარი უბანი ჰქონდათ. 1926 და
1939 წლებში “სამხრეთ ოსეთში” დაახლოებით 2000-მდე ებრაელი იმყოფებოდა, მაგრამ ამჟამად ცხინვალში
მხოლოდ ერთი მარტოხელა ებრაელი ქალბატონი ცხოვრობს.

 






Tskhinvali-Synagogue.jpgცხინვალის სინაგოგა

ერთ-ერთი ისტორიული სინაგოგა მდებარეობს ცხინვალში (საქართველო). ებრაული კვარტალი ძველი ცხინვალის ნაწილია. იგი ძლიერ დაზიანდა 1992 წლის შეიარაღებული კონფლიქტის დროს და 2008 წლის აგვისტოს ომის დროს. XIX საუკუნის მეორე ნახევრის დასაწყისში ქალაქის ებრაულ კვარტალში ფუნქციონირებდა ექვსი სინაგოგა და რელიგიური სკოლა.

XIX საუკუნის დასასრულს ცხინვალში საბჭოთა პერიოდის განმავლობაში, ისევე როგორც ბოლოდროინდელი შეიარაღებული კონფლიქტების დროს, ქალაქში იუდეველთა რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა. 2008 წლის დეკემბრის მდგომარეობით, მხოლოდ ერთი მოხუცი ქალი დარჩა ებრაული დიასპორადან ცხინვალში. 

 





Jewish-Heritage-Cultural-Routes-in-Georgia-(1).jpgაშკენაზების სასაფლაო

სამგორში მდებარე აშკენაზების სასაფალო დღედღეობით დაკეტილია. მისი ამოქმედება მე-19 საუკუნეში საქართველოში აშკენაზი ებრაელების ჩამოსვლას უკავშირდება. სასაფლაოზე ბევრი ცნობილი ებრაელია დაკრძალული, მათ შორის ისრაელის ყოფილი პრემიერ მინისტრის, არიელ შარონის ბებია. ამ სასაფლაოს ზოგჯერ არასწორად რუს ებრაელთა სასაფლაოდაც მოიხსენიებენ. 






 





Jewish-Heritage-Cultural-Routes-in-Georgia-(1).jpgნადიკვარის სასაფლაო














 





MTSKHETA.jpgმცხეთა





მცხეთა საქართველოს ძველი დედაქალაქია, ეს არის ადგილი, სადაც ებრაელები ჩამოვიდნენ ნაბუქოდონოსორის მიერ ძვ.წ. 586 წელს იერუსალიმის დარბევისა და პირველი ტაძრის დანგრევის შემდეგ. 



 


 

ებრაული მემკვიდრეობა საქართველოში




ებრაული მემკვიდრეობა


ინფორმაცია ისრაელის სახლის შესახებ, რომელიც არის “ებრაული კულტურისა და მემკვიდრეობის დაცვისა და პოპულარიზაციის ევროპული ასოციაცია.  
 

აფხაზეთი აჭარა გურია იმერეთი კახეთი ქვემო ქართლი მცხეთა მთანეთი რაჭა ლეჩხუმი-ქვემო სვანეთი სამცხე-ჯავახეთი შიდა ქართლი სამეგრელო-ზემო სვანეთი თბილისი

საქართველოს კულტურული მარშრუტები


საქართველოს კულტურული მარშრუტების განაცხადის ფორმა და სერტიფიცირების კრიტერიუმები.
apps-geo.png
Android-(1).png ios.png