საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ENG ქარ РУС
გერმანული დასახლებების მარშრუტი

გერმანული დასახლებების მარშრუტი

მიუხედავად იმისა, რომ ქართული-გერმანული ურთიერთობები შუა საუკუნეებიდან იღებს სათავეს, განსაკუთრებით აღსანიშნავია ჩვენი უახლეს ისტორიაში გერმანელების მიერ შეტანილი წვლილი საქართველოს მეცნიერული კვლევის, მისი პოპულარიზაციისა თუ განვითარების საქმეში. გერმანული კულტურული მემკვიდრეობა საქართველოში განსაკუთრებით შესამჩნევია როგორც ურბანული, ისე გერმანული ტრადიციული დასახლებების სოფლის არქიტექტურის თვალსაზრისით. კერძოდ, ადგილობრივი გერმანელი არქიტექტორები: ლეოპოლდ ბილფელდი, იოჰან დიცმანი, ალბერტ ზალცმანი, ვიქტორ შრეტერი, ოტო იაკობ სიმონსონი და პაულ შტერნი თბილისის მრავალ ღირსშესანიშნავი პროექტის ავტორებად გვევლინებიან. კოლონიებში კი აშენებულ საცხოვრებელ სახლებში ორგანულადაა შერწყმული შვაბური და ქართული ტრადიციები. ჩვენი სერტიფიცირებული მარშრუტის გერმანული დასახლებები და არქიტექტურული მემკვიდრეობა საქართველოში მიზანია ხელი შეუწყოს გერმანული დასახლებების პოპულარიზაციას, მათი შენარჩუნების, დაცვისა და მდგრადი განვითარების მიზნით.

იმისათვის, რომ გადმოწეროთ ევროპის საბჭოს გამოცემა "გერმანული უმცირესობების მარშრუტი საქართველოში" (ქართულად, ინგლისურად და გერმანულად), ეწვიეთ ბმულ


მარშრუტის მმართველი ორგანიზაცია: გერმანული კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კავშირი სამხრეთ კავკასიაში 
მისამართი: ალექსანდრე იოსელიანის ქ. 11, თბილისი
ელ. ფოსტა: nestanart@yahoo.com
 

აფხაზეთი აჭარა გურია იმერეთი კახეთი ქვემო ქართლი მცხეთა მთანეთი რაჭა ლეჩხუმი-ქვემო სვანეთი სამცხე-ჯავახეთი შიდა ქართლი სამეგრელო-ზემო სვანეთი თბილისი

საქართველოს კულტურული მარშრუტები


საქართველოს კულტურული მარშრუტების განაცხადის ფორმა და სერტიფიცირების კრიტერიუმები.




small-app.png