საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ENG ქარ РУС
კულტურული მარშრუტები | საქართველოს კულტურული მარშრუტები | ილია ჭავჭავაძის მემორიალური ადგილები
ილია ჭავჭავაძის მემორიალური ადგილები

ილია ჭავჭავაძის მემორიალური ადგილები

კულტურული მარშრუტი „ილია ჭავჭავაძის მემორიალური ადგილები“ მიზნად ისახავს, გაგვაცნოს დიდი ქართველი მწერლის და საზოგადო მოღვაწის შემოქმედება.
 
ილია ჭავჭავაძე (1837-1907) XIX საუკუნის საქართველოს ისტორიაში იყო ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურა და  დასავლური კულტურის თავდადებული პოპულარიზატორი. მთელი თავისი ცხოვრება მან მიუძღვნა სამშობლოში ახალი ტიპის განათლების, ქართული და ევროპული ღირებულებების დამკვიდრებას.

მარშრუტში ტურისტები გაეცნობიან ილია ჭავჭავაძის მრავალმხრივ საზოგადოებრივ საქმიანობას და კონტაქტებს, ქართველ და უცხოელ კოლეგებთან, რამაც გახადა ის ჭეშმარიტად ევროპული პიროვნება.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ საქართველოს ეკლესიამ იგი წმინდანად შერაცხა, როგორც „ილია მართალი“. ილია იყო მრავალი მნიშვნელოვანი საქმის მოამაგე – კერძოდ, ილიას საბანკო მოღვაწეობა, მისი ღვაწლი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დაარსების, ქართული დრამატული საზოგადოების, ქართული თეატრის, ქართული ჟურნალისტიკის წინაშე, მისი პუბლიცისტური, რედაქტორული მოღვაწეობა და სხვა მხარეები განსაზღვრავს კულტურული მარშრუტის პრიორიტეტებს.

ამავე დროს მარშრუტი თანმიმდევრულად გადმოგვცემს XIX საუკუნის მეორე ნახევრისა და XX საუკუნის საქართველოს ისტორიას.


მარშრუტის მმართველი ორგანიზაცია: 
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი
მისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზ. 53ა, თბილისი
ელ. ფოსტა: info@sangu.edu.ge

აფხაზეთი აჭარა გურია იმერეთი კახეთი ქვემო ქართლი მცხეთა მთანეთი რაჭა ლეჩხუმი-ქვემო სვანეთი სამცხე-ჯავახეთი შიდა ქართლი სამეგრელო-ზემო სვანეთი თბილისი

საქართველოს კულტურული მარშრუტები


საქართველოს კულტურული მარშრუტების განაცხადის ფორმა და სერტიფიცირების კრიტერიუმები.
apps-geo.png
Android-(1).png ios.png