2017 წლის 2-5 ოქტომბერს, საბერძნეთის ქ. ლუტრაკი-პერაჩორაში გამართულ ევროპის საბჭოს ერთ-ერთი სერტიფიცირებული მარშრუტის „ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების“ ასოციაციის გენერალურ ასამბლეაზე იმერეთის რეგიონს მიენიჭა ასოცირებული წევრის სტატუსი. იმერეთი პირველი რეგიონია საქართველოდან, რომელიც აღნიშნულ ორგანიზაციაში იქნა მიღებული. იმერეთი წარმოდგენილია წყალტუბოსა და საირმის სპა კურორტების სახით, რომლებიც ცნობილია როგორც ბალნეოლოგიური, ასევე მინერალური წყლებით.
„ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების“ ასოციაცია დაფუძნდა 2009 წელს ქ. ბრიუსელში, ერთი წლის შემდეგ კი ევროპის საბჭომ მიანიჭა კულტურული მარშრუტის სტატუსი. ასოციაციის წევრები არიან ისეთი ცნობილი კურორტები, როგორიცაა ვიჩი, კარლოვი ვარი, ბადენ-ბადენი და სხვა.
იმერეთის შესახებ ინფორმაცია იხილეთ „ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების“ ასოციაციის
ვებ-გვერდზე.
ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების ასოციაციის წევრი საქართველოში:
სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია იმერეთში
მისამართი: რუსთაველის ქ. 3, ქუთაისი
info@imereti.gov.ge
http://imereti.gov.ge/