საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ENG ქარ РУС
კულტურული მარშრუტები | საქართველოს კულტურული მარშრუტები | „პრეისტორიული კლდის ხელოვნების“ ევროპული მარშრუტი საქართველოში
„პრეისტორიული კლდის ხელოვნების“ ევროპული მარშრუტი საქართველოში

„პრეისტორიული კლდის ხელოვნების“ ევროპული მარშრუტი საქართველოში

ევროპის საბჭოს "პრეისტორიული კლდის ხელოვნება" მარშრუტში პირველ ეტაპზე საქართველო თრიალეთის (პატარა ხრამი) პეტროგლიფების კომპლექსით იქნება წარდგენილი, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი უკვე აქვს მინიჭებული.
ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტების „პრეისტორიული კლდის ხელოვნების“ მარშრუტში გაწევრიანებით, საქართველო საერთაშორისო ტურიზმის ინტერესთა სფეროში კიდევ უფრო მეტი შინაარსობრიობით წარმოჩინდება, რაც შედეგად ტურისტული ნაკადების მნიშვნელოვან ზრდას გამოიწვევს.

* თრიალეთის პეტროგლიფები მდებარეობს ქვემო ქართლში, დაბა წალკასთან. ფსევდოტერასების მეოთხე ლავური ნაკადის ფუძეში წარმოქმნილია მღვიმეები, რომელთა შორის მოქცეულ კლდის გაშიშვლებულ ზედაპირზე, ანდეზიტ-ბაზალტის არათანაბარ გლუვ მონაკვეთებზე, ხავსისა და მღიერების ქვეშ აღმოჩნდა გეომეტრიული, ზოომორფული და ანთროპომორფული გრავირებული გამოსახულებები – პეტროგლიფები. პეტროგლიფები კლდის მასივზე დაჯგუფებულია პატარ-პატარა პანოების სახით. სულ ექვსი ამგვარი პანო გამოიყოფა. კლდის ზედაპირზე პანოები დაახლოებით 50 მ. სიგრძეზეა გადაჭიმული. ცალკეული ფიგურები პანოებს შორის არსებულ მონაკვეთებზეც არის ამოკაწრული. პანოებზე ძირითადად ადგილობრივი ფაუნის წარმომადგენლებია გამოსახული. კეთილშობილი ირემი, შველი, ცხენი. მათთან ერთად გვხვდება მღვიმური ლომი, აქლემები, „ფანტასტიკური“ და ჰიბრიდული ცხოველები, გველები, ფრინველები, თევზები და სხვა. გეომეტრიულ სახეთაგან კი კვადრატული ბადეების, ჯვრებისა და გასხივოსნებული მზის გამოსახულებებია ასახული.
პეტროგლიფებზე წარმოდგენილი ფაუნა აღნიშნულ რეგიონში ზედა პლეისტოცენიდან შუა ჰოლოცენამდე იყო გაბატონებული და ჩანს, პატარა ხრამის ადამიანის ძირითად სანადირო ობიექტს წარმოადგენდა.

აფხაზეთი აჭარა გურია იმერეთი კახეთი ქვემო ქართლი მცხეთა მთანეთი რაჭა ლეჩხუმი-ქვემო სვანეთი სამცხე-ჯავახეთი შიდა ქართლი სამეგრელო-ზემო სვანეთი თბილისი

საქართველოს კულტურული მარშრუტები

დაიწყო განაცხადების მიღება საქართველოს კულტურული მარშრუტების სერტიფიცირებისთვის