საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
ENG
ქარ
РУС
Toggle navigation
ჩვენ შესახებ
პროგრამა
მისია და ხედვა
პარტნიორები
ხშირად დასმული კითხვები
სიახლეები
კულტურული მარშრუტები
საქართველოს კულტურული მარშრუტები
ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტები
გაწევრიანდი
ბმულები
პუბლიკაციები
კონტაქტი
კულტურული მარშრუტების პროგრამა
აფინანსებს თუ არა საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო შემოსულ პროექტებს/მარშრუტებს?
სამინისტრო არ აფინანსებს კულტურული მარშრუტების პროექტებს, სამინისტრო უზრუნველყოფს კულტურული მარშრუტების სერტიფიცირებას (საქართველოს კულტურული მარშრუტების სტრატეგიული განვითარებისა და სერტიფიცირების საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე) და სერტიფიცირებული კულტურული მარშრუტების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას სოციალური მედიის საშუალებით, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო დონეზე.
რა სარგებელი აქვს სერტიფიკატის ფლობას?
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან არსებული საქართველოს კულტურული მარშრუტების სტრატეგიული განვითარებისა და სერტიფიცირების საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად, სერტიფიცირებულ კულტურულ მარშრუტებს, შეუძლიათ ისარგებლონ საქართველოს კულტურული მარშრუტების ლოგოთი, და ასევე სამინისტროსა და კულტურული მარშრუტების სოციალურ ქსელში (ვებ-გვერდზე, facebook გვერდზე და მობილურ აპლიკაციაში) მათი მარშრუტის შესახებ ინფორმაციის განთავსებით; იმ შემთხვევაში, თუ სერტიფიცირებისთვის წარმოდგენილ კულტურულ მარშრუტს ჰყავს მინიმუმ 2 პარტნიორი (ევროპული) ქვეყანა, მარშრუტს ეძლევა შესაძლებლობა მოახდინოს პროექტის ინიცირება ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტების სერტიფიცირებისთვის. სამინისტრო შუამდგომლობს საჭირო პროცედურების შესახებ.
საქართველოს კულტურული მარშრუტების განაცხადის ფორმა
რა ჩავწეროთ განაცხადის ფორმის 5.ლ) პუნქტში: "პროექტის შეფასების კრიტერიუმები“?
კრიტერიუმები, რომლითაც შეფასდება პროექტის მიზნის მიღწევა (მაგ: პროექტში მონაწილე რეგიონის(ების) ინფრასტრუქტურის განვითარების შესაძლებლობები, სამუშაო ადგილების შექმნა, ადგილობრივი მოსახლეობის დაინტერესება და ჩართულობა, მარშრუტში წარმოდგენილი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების წარმოჩენა/პოპულარიზაცია და მათი მოვლა-პატრონობისთვის ალტერნატიული წყაროების მოძიება, კულტურული მარშრუტით დაინტერესებული ტურისტების რაოდენობა, გამოხმაურება მედიაში, დასაქმებულ ხელოვანთა რაოდენობა და ა.შ.)
როგორ შევავსოთ განაცხადის ფორმის 5. დ) პუნქტი: "მარშრუტის სახეობა/მარშრუტის ტიპი (ცალმხრივი, წრიული, გამჭოლი)“?
წრიული მარშრუტი
- იწყება და სრულდება ერთი და იგივე დანიშნულების ადგილას, ოღონდ უკან დასაბრუნებელი გზა არის განსხვავებული;
ცალმხრივი მარშრუტი
- იწყება და სრულდება ერთი და იგივე დანიშნულების ადგილას, ოღონდ წრიულისგან განსხვავებით, უკან დასაბრუნებელი გზა არის იგივე.
გამჭოლი მარშრუტი
- იწყება და სრულდება ორ სხვადასხვა დანიშნულების ადგილას და მისი დაწყება შესაძლებელია ორივე მიმართულებიდან.
რა ჩავწეროთ პროექტის ეტაპებში?
პროექტის ფარგლებში განსახორციელებელი ეტაპების დეტალური აღწერა, „პროექტის აღწერაში“ წარმოდგენილი კონკრეტული მარშრუტის განვითარების შემდგომი ეტაპები.
Search for:
აფხაზეთი
აჭარა
გურია
იმერეთი
კახეთი
ქვემო ქართლი
მცხეთა მთანეთი
რაჭა ლეჩხუმი-ქვემო სვანეთი
სამცხე-ჯავახეთი
შიდა ქართლი
სამეგრელო-ზემო სვანეთი
თბილისი
საქართველოს კულტურული მარშრუტები
საქართველოს კულტურული მარშრუტების
განაცხადის ფორმა
და
სერტიფიცირების
კრიტერიუმები
.