საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ENG ქარ РУС
პროგრამა

2016 წლის 9 აგვისტოს, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივით, საქართველო გახდა ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტების გაფართოებული წილობრივი შეთანხმების (Enlarged Partial Agreement) 27-ე წევრი სახელმწიფო.

აღნიშნული შეთანხმება გულისხმობს წევრი სახელმწიფოების მონაწილეობას ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტების პროგრამაში და შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების ეროვნულ დონეზე განხორციელებას. ამ მიზნით, ჩამოყალიბდა სამინისტროსთან არსებული საქართველოს კულტურული მარშრუტების სტრატეგიული განვითარებისა და სერტიფიცირების საბჭო, როგორც მინისტრის მულტიდისციპლინური, სათათბირო ორგანო, რომელიც ხელს უწყობს ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტების პროგრამაში საქართველოს მონაწილეობას და ასევე, ადგილობრივი კულტურული მარშრუტების განვითარებას. საბჭოს შემადგენლობაში შედიან სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები.

საქართველოს კულტურული მარშრუტების სტრატეგიული განვითარებისა და სერტიფიცირების საბჭო, დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად, კონკურსის წესით გამოავლენს და ხელს უწყობს კულტურული მარშრუტების ისეთი პროექტების განვითარებას, რომელიც მიმართულია საქართველოს ისტორიის, მეხსიერების, იდენტობის, მემკვიდრეობის, კულტურული ტრადიციების და საქართველოს მრავალფეროვანი კულტურის წარმოჩენისკენ; ასევე, ახალი ინიციატივებისა და სამაგალითო და ინოვაციური პროექტების შექმნას კულტურული ტურიზმისა და კულტურის მდგრადი განვითარების სფეროში; საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებისთვის ახალი ტურისტული პროდუქტის შექმნას ან არსებულის პოპულარიზაციას ტურისტულ სააგენტოებთან და ოპერატორებთან თანამშრომლობით.

კულტურისა და სპორტის სამინისტროს და ასევე, საბჭოს მიზანია თავი მოუყაროს საქართველოში უკვე მოქმედი კულტურული მარშრუტების შესახებ გაბნეულ ინფორმაციას, ასევე ხელი შეუწყოს ახალი კულტურული მარშრუტების შემუშავებას  და გაზარდოს ინტერესი საერთაშორისო მარშრუტებში, კონკრეტულად ევროპის საბჭოს კულტურულ მარშრუტებში გაწევრიანების მიმართულებით. აღნიშნულის განხორციელების მიზნით, სამინისტრო ინტენსიურად მართავს საინფორმაციო/საკონსულტაციო შეხვედრებს დაინტერესებულ მხარეებთან.

სამინისტროს, როგორც ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტების ეროვნული საკოორდინაციო ორგანოს აქტიური ჩართულობით, საქართველოს მხარე უკვე თანამშრომლობს ევროპის საბჭოს მიერ სერტიფიცირებულ რამდენიმე კულტურულ მარშრუტთან, როგორიცაა „ღვინის მარშრუტი“ (ITER VITIS), „ებრაული მემკვიდრეობის ევროპული მარშრუტი“ (THE EUROPEAN ROUTE OF JEWISH HERITAGE), „ისტორიული თერმული ქალაქების ევროპული მარშრუტი“ (EUROPEAN ROUTE OF HISTORICAL THERMAL TOWNS და „პრეისტორიული კლდის ხელოვნება“ (PREHISTORIC ROCK ART TRAILS).  

იხილეთ საქართველოს გვერდი ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტების ვებ-გვერდზე
აფხაზეთი აჭარა გურია იმერეთი კახეთი ქვემო ქართლი მცხეთა მთანეთი რაჭა ლეჩხუმი-ქვემო სვანეთი სამცხე-ჯავახეთი შიდა ქართლი სამეგრელო-ზემო სვანეთი თბილისი