საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ENG ქარ РУС
ვინ ვართ ჩვენ

საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო წარმოადგენს ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტების პროგრამის ეროვნულ საკოორდინაციო ორგანოს.

პროგრამას ჰყავს ეროვნული კოორდინატორი და შიდა-უწყებრივი სამუშაო ჯგუფი, რომელიც დაკომპლექტებულია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ შემოქმდებითი საქართველოს წარმომადგენლებით.

სამინისტროს ინიციატივით ჩამოყალიბდა საქართველოს კულტურული მარშრუტების სტრატეგიული განვითარებისა და სერტიფიცირების საბჭო, რომელიც წარმოადგენს მინისტრის მულტიდისციპლინურ, სათათბირო ორგანოს. საბჭოს საქმიანობა მოიცავს ევროპის საბჭოს კულტურულ მარშრუტებში საქართველოს მონაწილეობასთან დაკავშირებული საკითხების კოორდინირებას და ასევე საქართველოში ადგილობრივი კულტურული მარშრუტების სერტიფიცირების კრიტერიუმების, თემის, კონკურსის წესისა და პირობების განსაზღვრას.

საბჭოს შემადგენლობაში შედიან სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები:

საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო
საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი
სსიპ-შემოქმედებითი საქართველო
სსიპ-საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო
სსიპ-საქართველოს ეროვნული მუზეუმი
სსიპ-გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრი
სსიპ-საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია
სსიპ-დაცული ტერიტორიების სააგენტო
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო
ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი „საქპატენტი”
ინკლუზიური ტურიზმის ცენტრი „პარსა“
საქართველოს ბიზნეს ასოციაცია


იხილეთ:

 
აფხაზეთი აჭარა გურია იმერეთი კახეთი ქვემო ქართლი მცხეთა მთანეთი რაჭა ლეჩხუმი-ქვემო სვანეთი სამცხე-ჯავახეთი შიდა ქართლი სამეგრელო-ზემო სვანეთი თბილისი

საქართველოს კულტურული მარშრუტები


საქართველოს კულტურული მარშრუტების განაცხადის ფორმა და სერტიფიცირების კრიტერიუმები.